ქართული სულისკვეთება

ერთი ჩვენი რუსი ტურისტი უმშვენიერესი ქალბატონი ლენა,გურიის მხარეს ვასტუმრეთ…. ერთ პატარა ყველასგან მივიწყებულ სოფელში,მწვანეში ჩაფლულ, ხეებით გარშემორტყმულ თბილ და ტკბილ სახლში, სადაც ჩემი ბებო და ბაბუ დიდი მოლოდინით გველოდნენ …. ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული გრძობა მეუფლებოდა ჩემს სოფელში მყოფს, მაგრამ გუშინ ამ უკანასკნელმა მოლოდინს გადააჭარბა.. აღფრთოვანებული იყო ლენა , უნდოდა ჩამოსულიყო ტრანსპორტიდან და ფეხით გაევლო ჩვენი სახლისაკენ მიმავალი აღმართი , ბებოს და ბაბუს ხილვის შემდეგ გული აუჩუყდა და მითხრა ჩურჩულით” მინდა ისეთი მეგზური მყავდეს , რომ აი ასე შევაბერდეთ ერთმანეთსო ” ათვალიერებდა ბებოს ყველა ნაოჭს და თითოეული ახალის აღმოჩენის შემდეგ ეხუტებოდა ,იღებდა ფოტოს ყველა ხესთან , ყველა ყვავილთან, თითქოს მისთვის ეს ყოველივე პირველი თვალის გახელის შედეგად დანახული ყოფილიყოს … ავიდა აივანზე, კიდევ უფრო აღაფრთოვანა ხელის გულივით გადაშლილმა სოფლის ხედმა აქა – იქ მიმაფანტული სახლებითურთ, სასიამოვნო ნიავი ქროდა, აქ მაგიდას დავდგამდი, ცხელ ჩაის დავლევდი და ხედით დავტკბებოდიო, თქვენ არ აკეთებთ ხოლმეო ? მორცხვად გავიქნიე თავი უარყოფის ნიშნად … პიკს მიაღწია მისმა ემოციამ , როცა აივანზევე ადესას ფოთლებში ჩაფლული ჩიტის ბუდე და 5 ცალი კვერცხი დაინახა, და წამოიყვირა О Боже! Рай на Земле…. როცა სუფრას მივუჯექით და ბებომ თავისი გურულური ფაცი-ფუცით მთელი ”კორიანტელი”დააყენა სუფრაზე ლენამ დიდი თავდაჯერებულობით ხმამაღლა გამოაცხადა, რომ არ არსებობს ისეთი რამ , რითაც სხვა ქვეყანაში, საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანს გააკვირვებო !! ❤ და დაამატა –
Знаете что, грузинское гостеприимство – это реальный факт !
ყოველი დღე რაღაც ახლის გაცნობის დღეა ჩემთვის ახალი ემოციების მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ დავრწმუნდი რომ ეს იყო ყველაზე მაგარი რამ , რომლის გამოც არასოდეს ვინანებ საქართველოში ჩამოსვლას და წავიღებ ყველაზე ღირებულ შთაბეჭდილებებს…. Правильно, что я купила тогда билеты, на следующий день после того, как увидела фото, видео и отзывы о Грузии.

მას შემდეგ სამიწელი გავიდა ლენა ისევ ჩამოდის,ყველაფერი თითქმის ისეთივეა გარდა იმისა,რომ სოფელში მისულს ბაბუ აღარ გვხვდება და ბებოა ერთი ცალი, ჯუპიც აღარ ილოკავს გვერდებს და ცნობისმოყვარე თვალებით აღარ შეგვცქერის და რაც ყველაზე მთავარია ყოველ ჯერზე აღფრთოვანების ახალ ფაზაში გადადის ლენა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო იმსჭვალება ქართული სულისკვეთებით,როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ადამიანებს ამდენი რამ ერთად ჰქონდეთ:სიყვარული ერთამნეთის მიმართ,სიყვარული უცხო ადამიანის მიმართ და განსაკუთრებული სიყვარული სტუმრის მიმართ, წერა რომ შემეძლოს აუცილებლად დავწერდი ამ პატარა ქვეყანაზე ,რომელიც დიდი გულით ძგერს და მეორე ქვეყანა სადაც დავიბადებოდი ეს აუცილებლად საქართველო იქნებოდა.
დიახ მას უკვე საქართველოში ნამყოფი ქვია ! ეს ის საქართველოა რომელიც ბევრისთვის გამხდარა შთაგონების წყარო,ეს ის საქართველოა რომლის ჰაერიც სხვანაირად მიეწოდება ფილტვებს,ეს ის საქართველოა სადაც ამინდს ადამიანები ქმნიან,ეს ის საქართველოა რომელთანაც მილიონი აყვანილი კვადრატში მოგონება გაკავშირებს ,რომლებსაც ობის სუნი ასდით და რომლის შეგრძნებისას მუცელში პეპლები ფარფატებენ, ეს ის საქართველოა სადაც ადამიანები “სტუმარი ღვთისაა” პრინციპს დედის რძესთან ერთად ისისხლხორცებენ, ეს ის საქართველოა რომლის კედლებიც უთქმელად თხრობენ, ეს ის საქართველოა სადაც ერთი გატარებული საათი უკვე შთაბეჭდილებაა, ეს ის საქართველოა მისგან შორს მყოფს უსაზღვროდ რომ გენატრება და წყურვილი გკლავს მისი ხილვის, ეს ჩემი შენი ჩვენი ყველასი საქართველოა