პროექტი “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

  • Home
  • მთავარი
  • პროექტი “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

“ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ტყის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ალექსანდრე კარნერმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა.

“ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” პროექტს ახორციელებს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით CENN.

ონლაინ შეხვედრაზე, ტყის არამერ

ქნული პროდუქტების სარგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია, წარადგინა კარლო ამირგულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიორმავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა. ტურისტულ-რეკრეაციული სატყეო ტერიტორიების შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.

შეხვედრაზე, სოფლის განვითარების არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების კონკრეტული ინიციატივები, დარგთაშორისი და უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიამ, ერთიან სისტემაში მოიყვანა ძირითადი სექტორები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის წარმოება, არასასოფლო – სამეურნეო მიმართულებები, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვა და ტურიზმი.

საქართველომ, ამასთანავე დაამტკიცა სატყეო კოდექსი, რომელიც 2021 წლიდან გარკვეულ სისტემურ ცვლილებებს დაამკვიდრებს. კოდექსს სიახლეები შემოაქვს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობისთვის.

 

წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო

Tags: