ჩემი ოცნებების მიღმა სითბოა…

მშობლიური ბორჯომის ტბები, ბუნება და ბილიკები იყო ის, რაც ნამდვილად მათბობდა. ბორჯომი გახდა სათავე ჩემი მოგზაურობებისა. ბორჯომში გავიგე და გავაცნობიერე თუ რამდენად დიდი იყო ჩემი სიახლოვე ბუნებათან. 19 წლის მანძილზე, სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს არ...

ლაგოდეხი – გურგენიანის ჩანჩქერი

ლაგოდეხში დაბადებულ – გაზრდილი და მშობლიურ მხარეზე უზომოდ შეყვარებული ვარ. ლაგოდეხს, უნიკალური ხიბლი აქვს, ყველა ვინც ერთხელ იყო აქ, გაისეირნა ან იქეიფა ლაგოდეხის ნაკრძალში, ის აუცილებლად ბრუნდება უკან. ზაფხულობით ბევრი დამსვენებელი სტუმრობს ამ ულამაზეს...

სიცილია: ჩემი საოცრებათა ქვეყანა

გასული ზაფხულის სიცილიური ერთი კვირა ყველაზე დიდ სიგიჟეში ცხოვრებას ჰგავდა. ბილეთს ყიდვის გარდა არაფერი დამიგეგმავს. სიამოვნებისგან უზომოდ სავსე დავყვებოდი ჩემს სამ იტალიელ მეგობარს. ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას ფოტოებს ვგუგლავდი. ფოტოებში ისეთ სილამაზეებს ვნახულობდი, არც თვალებს...

ნორვეგიული გასეირნება

რეკავს მაღვიძარა, ინსტიქტურად ტანში მაჟრიალებს, ვჭმუხნი შუბლს და ძალით, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვახელ ჯერ ერთ, მერე მეორე თვალს. თითქოს ეს დღეც არაფრით განსხვავდება დანარჩენებისაგან , თუმცა არის ერთი ,, მაგრამ’’ . სიტუაციაში გარკვევას ვიწყებ,...

ტობ(ა)ლპები და ვერშემდგარი ამბავი ტიბეტისა.

ჯერ  კიდევ  იმ  პერიოდში, როცა მთვარესავით ჭორფლიანი საბავშვო ბაღის ფანჯრიდან ვასხამდი წვნიანს, რომელიღაც პრიალა ფურცლებიან ფერად წიგნში ვნახე შთამბეჭდავი სურათები ტიბეტელი ხალხისა და თავად ტიბეტისა. მოყოლებული იმ დროიდან, ზმანებითაც იქ ყოფნა მეზმანებოდა ხოლმე,  მაგალითად, ...

ჯადოსნური ვენეცია

ლაურა ფეისბუქით გავიცანი. ის ქართულს სწავლობდა, მე – იტალიურს. პირველივე შეხვედრისას დავმეგობრდით. იმდენი ვქენით, იტალიურ-ქართულის სალაპარაკოდ იტალიაშიც შევხვდით ერთმანეთს. ივლისის ცხელ დილის პერუჯის სადგურზე ვენეციის ავტობუსის ლოდინში გამყავდა წუთები. საშინლად აჟიტირებული ვიყავი. რამდენიმე საათში...

ვმოგზაურობ!

ბუნების ხმებით ჩემთვის  მუსიკა დაიწერა გალაქტიკაში. ასე ხდება დროდადრო ჩემს არსებობაში. ისევ აირეკლა ექოდ მაჯისცემა შეშლილმა ათინათმა, ვარსკვლავებმა კი გადმომიტრიალეს ბედისწერა… მე ვმოგზაურობ!  ვხედავ იმაზე მეტს, ვიდრე თვალები ამჩნევენ… დროდადრო ნამგალაა ჩემი მთვარე,დროდადრო სავსე…ახლა...

სან-სებასტიანი __ ბასკების ქვეყანა

 ჯერ ისევ ღამე იყო. თენდებოდა. სასტუმრო დავტოვეთ და ბორდოს ცარიელ ქუჩებს შევერიეთ. დილის ნესტიანი სუსხი სუსხავდა ყველაფერს და ცას ნელნელა იისფერი ეპარებოდა აღმოსავლეთის ნაპირებში. ვგრძნობდით, რომ განსაკუთრებულად ლამაზი და საინტერესო დილა თენდებოდა. იმიტომ კი...

გასეირნება წინანდალში

ალბათ, ბევრს ჰქონია სურვილი XIX საუკუნის საქართველოში ცოტა ხნით მაინც ემოგზაურა. გაცნობოდა იმ პერიოდის კულტურას, წეს-ჩვეულებებს, შეხვედროდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ თუ უცხოელ, დღეს ყველასთვის ცნობილ ადამიანებს. ხშირად მდომებია მცმოდა XIX საუკუნის ქართული კაბა,...

მოგზაურის ჩანაწერები

დრო ღრუბელივით სითეთრეში მიალივლივებს უიალქნო მარადისობას, წამი კი ისევ აჭიკჭიკდა უხმო სონეტების ხმოვან ჩანაწერებში. მზე კვლავ ჩემთან ერთად მოგზაურობს ჩასუნთქულ უსასრულობის ბოლო ამოსუნთქვმდე. ისარიც ისე მოძრაობს სულ არ ენაღვლება მომდევნო კადრის არტისტული თავგადასავლები. ზღვის...