მხატვარ ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

  • Home
  • კულტურა
  • მხატვარ ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
levan kakabadze

20 თებერვალს, ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა მხატვარ ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც 27 თებერვლამდე გაგრძელდება. ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (1998-2003) იწყება.

არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმ პერიოდის ჯგუფურ გამოფენებსა და მანიფესტებში. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, ბათუმში. მხატვრის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კი შეხვდებით ლევან კაკაბაძის მიერ დაპროექტებულ არაერთ ნაგებობას.

გამოფენაზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრის შემოქმედებაში „გაცოცხლებულია“ ძველი თბილისი განუმეორებელი ხუროთმოძღვრებითა და ქალაქური ყოფის თავისებურებებით.

Tags: