მუხიანში რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის მიზნით დღეს ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. მუხიანში მოსაწყობი კულტურული ცენტრის კონცეფცია უკვე შემუშავებულია.
ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე განთავსდება, რომელიც ამავდროულად გასართობი და ახალგაზრდული ცენტრიც იქნება.
პროექტის რეალიზებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

წყარო: ქართული ოცნება