„მრავალფეროვანი საქართველო“ სოფელ შაუმიანში

  • Home
  • კულტურა
  • „მრავალფეროვანი საქართველო“ სოფელ შაუმიანში

„მრავალფეროვანი საქართველო“ – ს პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, აქტივობები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდა.

შაუმიანში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ღონისძიების ფარგლებში არაერთი ღონისძიება მოეწყო  გაიმართა გივი შაჰნაზარისა და მაყვალა გონაშვილის მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი პოეტ ვიქტორ ჰოვსეფიანის კრებულის – „დიალოგი პოეზიის ენით“ პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით; ასევე, ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით მოეწყო გამოფენები. ღონისძიებები „მოძრაობის თეატრის ბენდის“ და ახალქალაქელი მუსიკოსის – ტიგრან მღდესიანის კონცერტით დასრულდა.

სოფელ შაუმიანში დაგეგმილი ღონისძიებები ქ.მარნეულის კულტურის ცენტრის, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრისა და „ჰოვჰანეს თუმანიანის სახლის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

2020 წლის 31 აგვისტოდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება  სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: