მომხმარებელთა გამოკითხვის თანახმად მოგზაურთა 70% აპირებს დასვენებას 2021 წელს

  • Home
  • მთავარი
  • მომხმარებელთა გამოკითხვის თანახმად მოგზაურთა 70% აპირებს დასვენებას 2021 წელს

Travel and Leaders Group- ის კვლევის თანახმად, აშშ-სა და კანადელ მოგზაურთა  უმრავლესობას (99 %) სურს კვლავ იმოგზაუროს. 70%-ის თქმით, ისინი აპირებენ შვებულების დაგეგმვას 2021 წელს. კვლევა ჩატარდა სექტემბერში  მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოსთან ერთად (WTTC), რომელიც წარმოადგენს გლობალურ კერძო სამოგზაურო და ტურიზმის სექტორს.

კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტების 45 %-მა მომავალი დღესასწაული უკვე დაიგეგმა ან დაგეგმვის პროცესშია. მაშინ, როდესაც 54 % ოცნებობს იმაზე, თუ როდის შეძლებს კვლავ მოგზაურობას.

“ეს მართლაც დიდი რიცხვია. ის ფაქტი, რომ გამოკითხულ მოგზაურთა 99%-მა თქვა, რომ ისინი გეგმავენ მოგზაურობას ან მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც კვლავ შეძლებენ მოგზაურობას, მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19– ის პრობლემების გადაჭრისას, მოგზაურები გაუძღვებიან გამოჯანმრთელების გზას”- თქვა ჯონ ლოველმა, Travel and Leaders Group- ის პრეზიდენტმა.

გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 23 %-მა განაცხადა, რომ აპირებს გამგზავრებას 2020 წლის ბოლოსთვის, 70 %-მა თქვა, რომ 2021 წელს იმოგზაურებს, მხოლოდ 18 %-მა თქვა, რომ 2022 წელს განაახლებს მოგზაურობას.

ამერიკელების სურვილი გამგზავრებაზე  ჩანს ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციის (TSA) ყოველდღიური სკრინინგის ნომრებში (ნელი, მაგრამ სტაბილური), რომელიც აპრილში დღეში 90 000-ზე ნაკლები იყო და ახლა, პიკის პერიოდებში 1 მილიონ დღეს აღწევს. 2019 წელს TSA– ს ყოველდღიური მოგზაური დღეში საშუალოდ 2,3 – დან 2,7 მილიონამდე მგზავრს ითვლიდა.

გამოკითხულ მოგზაურთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ინფიცირების საშიშროებით, როდესაც ისინი მოგზაურობენ თვითმფრინავით / საკრუიზო გემით, სახლიდან შორს იმყოფებიან, ან კარანტინში არიან საკრუიზო გემზე / სასტუმროში. მცირე რიცხვი გამოხატავს შფოთს საკუთარი თავის, მოგზაურობის დროს ვირუსით დაავადებული ოჯახის წევრის ან მოგზაურობის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნების შესახებ.

გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მომავალში მოგზაურობის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემდეგი ინიციატივები: სავალდებულო ნიღბები, სოციალური დისტანცირება, გაუმჯობესებული დასუფთავება, ტემპერატურის შემოწმება, სადეზინფექციო გელი.

“ჩვენმა ინდუსტრიამ მეტი უნდა გააკეთოს, რომ პოტენციური მოგზაურებს აცნობოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის შესახებ, რომელიც დანერგილია ინდუსტრიაში და განაგრძობს ამ პროტოკოლების სტანდარტიზაციას სამომხმარებლო ნდობის აღდგენის მიზნით” – თქვა ლოველმა. “ავიაკომპანიებმა, აეროპორტებმა და საკრუიზო ხაზებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ზომებში, რომლებიც  მიიღეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ექსპერტებთან მჭიდრო კონსულტაციის შედეგად. ჩვენ ეს ამბავი უნდა გავუზიაროთ მოგზაურ საზოგადოებას.”

გამოკითხულთა თითქმის 60 %-მა თქვა, რომ უარყოფითი PCR ტესტის მოთხოვნას დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა ან დადებითად შეფასდებოდა, ხოლო დაახლოებით  40%-მა თქვა, რომ ასეთი მოთხოვნა შემაკავებელი იქნებოდა. “ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფი ტესტირების ფართო ხელმისაწვდომობა გამოიწვევს წინასწარი ტესტის უფრო მეტ მიღებას და უფრო მეტ ადამიანს წაახალისებს მგზავრობისკენ,” – თქვა ლოველმა.

სტივენ მაკგილივრეიმ, Travel Leaders Group- ის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა განაცხადა, რომ ინტერესი დიდია შიდა მოგზაურობის, პლაჟის მიმართულებებისა და ნაკლებად ხალხმრავალი მიმართულებების მიმართ როგორც აშშ – ში, ასევე კანადაში.

ევროპა (38 %), კარიბული ზღვის აუზის კუნძულები (34 %) და მექსიკა (15 %) – ინტერესის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო მიმართულებებია. შემდეგ მოდის კანადა (აშშ მოგზაურთათვის), ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და აზია.

კვლევის შედეგები დასტურდება Travel Leaders Group – ის ონლაინ გამოკვლევებით. ონლაინ ლიდერობა შემცირდა მარტის ბოლოს, 12 აპრილს დაბალ ნიშნულს მიაღწია, ხოლო 14 ივნისს პიკს.

Close-in booking windows ტენდენციაა ონლაინ მყიდველებს შორის. მომხმარებელთა უმეტესობას სურს მოგზაურობა 2020 წლის ბოლოსთვის, რასაც მოჰყვება 2021 წლის იანვარი / თებერვალი, გაზაფხული და ზაფხული. Milestone – ის დაბადების დღეები, იუბილეები და თაფლობის თვეები მოგზაურობის პოპულარული მიზეზია. დიდი მოთხოვნაა ბანაკის ფურგონების, სახლებისა და ვილების გაქირავებაზე.

ბევრი ადამიანი რჩევის მისაღებად მიმართავს მოგზაურობის კონსულტანტს. აქ მოცემულია რამდენიმე თხოვნის ნიმუში:

  • “სად შეიძლება წასვლა კარანტინის გარეშე?”
  • “მე უნდა გავიდე აქედან, სად შემიძლია წასვლა?”
  • “აქამდე არ მიმიმართავს ტურისტული სააგენტოსთვის…”
  • ”მე მჭირდება ტურ – აგენტი”

“მოგზაურობის მრჩევლის დახმარებით გაკეთებული ჯავშანი არის საუკეთესო სტრატეგია მოგზაურობის ახალ სამყაროში ნავიგაციისთვის, “- თქვა მაკგილივრეიმ. “მათ შეუძლიათ გაგაცნოთ ყველა ის ფაქტი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ დანიშნულების ადგილების, მოთხოვნების შესახებ. და რაც მთავარია, ისინი უზრუნველყოფენ თქვენს სიმშვიდეს.”

 

წყარო: World Travel and Tourism Council

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: