მოლაშქრეთა კლუბი – “იეტი”

პირველი რჩევა იქნება კარგად დაფიქრდენ,ვინაიდან ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ იმისთვის რომ წარმატებულები გახდნენ ამ სფეროში,კონკურენცია საკმაოდ მაღალია,აქედან გამომდინარე ინოვაციები და ახალი ხედვები მნიშვნელოვანია - დავით ცაბოშვილი

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით „მოლაშქრეთა კლუბ იეტზე“. როდის დაარსდა კლუბი, რა სირთულეებს წააწყდნენ და რას ურჩევენ სტარტაპერებს. ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი – დავით ცაბოშვილი.

კომპანიის დამფუძნებლები: დავით ცაბოშვილი და მირიან თედორაძე.

  1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კოპმანია და რა იყო დაარსების მთავარი მიზანი?

კომპანია დაარსდა 2011 წელს. მისი შექმნის მიზანი იყო უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ლაშქრობები დაინტერესებული პირებისთვის, ვინაიდან იმ დროისთვის არსებული ჯგუფები თუ გაერთიანებები საკმაოდ რთულად იღებდნენ ახალ წევრებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ლაშქრობა და საქართველოში მოგზაურობა გაგვეხადა ყველასთვის ხელმისაწვდომი.

      2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

2011 წელს ბაზარი ამ მიმართულებით ძალიან ახალბედა იყო. არ იყო შესაბამისი აღჭურვილობის მაღაზიები, არ იყო მარკირებული ბილიკები, არ იყვნენ გამოცდილი გიდები საჭირო რაოდენობით, არ არსებობდა ჯპს ტრეკები… აქედან გამომდინარე ყველა ტურის წინ გვიწევდა იმ მარშუტის დაზვერვა, სადაც ვაპირებდით წასვლას. დროთა განმავლობაში ყველაფერი განვითარდა. ამ დროისთვის ბევრად მარტივია უკვე ბაზარზე ოპერირება ვიდრე უწინ.

      3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ:

  • სალაშქრო ტურებს (როგორც კორპორაციულს, ისე რეგულარულ ტურებს);
  • ჯიპ ტურებს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით;
  • ზიპლაინს (რომელიც ასევე პირველებმა დავამონტაჟეთ საქართველოში 2015 წელს);
  • თვითგადარჩენის კურს;
  • “თიმბილდინგების” ორგანიზებას;
  • კულინარიულ ტურებს;

4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?

პანდემიამ რათქმაუნდა შეცვალა ჩვენი საქმიანობა. ვცდილობთ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. პანდემის პირობებში მხოლოდ ჯიპ-ტურებით შემოვიფარგლებით.

      5. რა ტიპის ცვლილებები შემოიტანა Covid19 – მა თქვენს საქმიანობაში?

შევაჩერეთ ერთ დღიანი და ხალხმრავალი ტურები. ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა დავიყვანეთ 16 კაცამდე. ამ ეტაპისთვის გაუარესებული ეპიდ სიტუაციდან გამომდინარე საერთოდ უარი ვთქვით საქმიანობაზე და ასე ვცდილობთ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ეპიდ მდგომარეობის შეჩერებაში.

    6. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?

პირველი რჩევა იქნება კარგად დაფიქრდენ, ვინაიდან ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ იმისთვის, რომ წარმატებულები გახდნენ. ამ სფეროში,კონკურენცია საკმაოდ მაღალია, აქედან გამომდინარე ინოვაციები და ახალი ხედვები მნიშვნელოვანია. უმთავრესია უყვარდეთ ეს სფერო, სხვა ყველაფერი მონდომების და შრომის შედეგია, იყავით გაბედულები, არ შეუშინდეთ არც ერთ წინაღობას.

   7. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება  იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში?

ყველა ამ სფეროს წარმომადგენლები ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ისე ვეღარ იქნება როგორც უწინ. ჩვენი სფერო დინამიურია,  მუდმივად ვითარდება, აქედან გამომდინარე წინასწარ ძალიან რთულია გათვალო რა მიმართულებით წავა ყველაფერი. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ის არასდროს შეწყვიტავს მოგზაურობას. მას მუდმივად ჭირდება ახალი ემოციები და თავგადასავლები. ახალი ტენდეცია, რაც პანდემის დროს გაჩდა ის არის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა შიდა ტურიზმით, ისენიც კი ვინც აქამდე საკუთარ ქვეყანას ამ მხრივ არ წყალობდნენ. ეს ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დადებით მომენტად მივიჩნიოთ.

 

ავტორი: ვიქტორია გასანიანი

Tags: