მოგზაურობა ჯუთაში

გუშინ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილება მივიღე, ვიყავი ჯუთაში– ალპურ ზონაში, 2300 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან !.. მოვინახულე ტბა, ჩანჩქერი, ულამაზესი ხედებით. ბაშვობიდან მთებზე ვარ შეყვარებული და გუშინ მეც მათი ნაწილი გავხდი ჩავეხუტე და დავუმეგობრდი!… ჩემი პირველი შეხვედრა მთებთან სიონში მოხდა, არასდროს დამავიწყდება მთების აჭრელებულ კალთებს შორის მოჩუხჩუხე იორი, ავტომობილში შემოსული მოშრიალე ტყის სურნელი და მყინვარწვერის “თვალები”…

ტურისტულ მარშრუტზე ჩემი მეგობრის დახმარებით მოვხვდი. მანამდე ჯუთაზე ის ვიცოდი რომ ჩვენი მთიანეთის ულამაზესი სოფელია და სუხიშვილების ცეკვა “ჯუთა”. გზად გავიარეთ სნო –პატრიარქის მშობლიური სოფელი, სნოს ციხე და აუყევით სოფლის გზას. ჯუთაში მხოლოდ ე.წ მინივენით, სამარშრუტო ტაქსით და გამოცდილი მძღოლით თუ მოხვდებით ისიც კარგ ამინდში, იმიტომ რომ რაც უფრო მაღლა ადიხართ გზა ვიწროვდება. ჯუთა საკმაოდ პატარა სოფელია, დაბალი, განიერშუშაბანდიანი სახლებით. სოფლის შუაში ჩამომავალი კამკამა სნოსწყალით,  წყალი უზარმაზარ ლოდებს შორის ჩქაფუნითა ჩამოედინება.  მდინარე, ჩემი აზრით,  ბევრად ღირებული სანახავი იქნებოდა, უგემოვნოებს ამ სოფლის ულამაზესი ნაწილისთვის ზემოდან რესტორნები  რომ არ დაედგათ,  რომლებსაც”მწვადი”და “ხინკალი” აწერია. გვერდით კი სასტუმროა, რომელიც უკეთესი იქნებოდა ამ მხარის დამახასიათებელი არქიტექტურის ელემენტებს რომ შეიცავდეს. ასევე  დავამატებ რომ სოფელში საპირფარეშოები მოუწყობელია და ტურისტების დიდი რიგი დგას…:(

სამარშრუტო ტაქსებიდან რომ ჩამოვედით, ორგანიზატორებმა მკაცრად გაგვაფრთხილეს ექვსის ნახევრამდე სოფელში უნდა ჩამოვსულიყავით. გამიკვირდა, მთებში იმდენი რა უნდა გვეხეტიალა, დღის პირველი საათი იყო… ქართველი ტურისტების მრავალრიცხოვანი ნაკადი დავადექით ჭიუხების გზას. საბედნიეროდ დილაობით ვვარჯიშობ ხოლმე და თავდაჯერებულად მივაბიჭებდი, ვაშლიჯვრის აღმრთებს მიჩვეულმა ვიცი რა ტემპით უნდა ვიარო და სწორად გავანაწილო ენერგია. სულ მალე ზემოდან რომ გადავიხედე სოფელი დაპატარავდა და მზის სხივებში გახვეული ჭიუხები გამოჩნდა ძალიან, ძალიან, შორიდან. გარკვეულ სიმაღლეს რომ მივაღწიეთ კარვებში “მეხუთე სეზონს” კემპინგის ცენტრს მივაღწიეთ, რომელშიც მთაში დასვენების მოყვარულები კარვებში ცხოვრობენ. ზემოთ “ზეთა კემპინგი” მდებარეობს, ორივე მათგანი სველი წერტილებით და სამზარეულოთია მოწყობილი, გაცელილი ბალახით, მოსასვენებელი ადგილებით, რომლებშიც უცხოელ ტურისტებს შეხვდებით ბუნებაში წამოწოლილებს წიგნის კითხვისას ან მთაში მოგზაურობითვის სწორად ეკიპირებულებს გასაშლელი ჯოხებით ორივე ხელში. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ჯოხებით სიარული თავადაც დავრწმუნდი. დიდი ხნის ბალახში სირულის შემდეგ ფეხსაცმლის ძირები სრიალს იწყებს, ჩამოსვლისას კი ძალიან ფრთხილად უნდა იყო ნაშალ კლდესა და ქვიშაზე ფეხი არ დაგიცურდეს. ზეთას კემპინგის ცენტრს რომ მივუახლოვდით სურათების გადაღება დაიწყეს მე კი ვიჯექი და ხედებით ვტკბებოდი, ვათვალიერებდი მთაზე ამოსულ შემოდგომის გამხმარ ადგილ- ადგილ მწვანე ბალახს, ჩამოშლლ კლდის ნაწილებს რომელიც მუქი ფერისაა, პრიალაა რის გამოც მზის სხივებზე ფერს იცვლის.მარცნივ ჭიუხების ულამაზესი ხედი–, ორ მთას შორის ამოწეული გორაკი, უკან მთის თეთრი “გვირგვინით”. ამ ადგილას მზის სხვები ორი მხრიდან ეშვება, დანისლულივითაა, სხვადასხვა ფერის ჩანს მუქი მოლურჯო- ნაცრისფერი, ყვითელში არეული, შორიდან რომ უყურებ თავი ზღაპარში გგონია!…
ჩემმა მეგობრებმა იქედან გზა მალევე გააგრძელეს მე კი რამდენიმე წუთი ბუნებასთან განვმარტოვდი და თან დასავლეთიდან გრილი ნიავი მიბერავდა. გაზაფხულობით ამბობენ, რომ კიდევ უფრო საოცარია, რადგანაც მთები მწვანე ბალახით იმოსება,ა. გზა გავაგრძელე ჭიუხებისაკენ, რომელსაც სიარულთან საერთო არაფერი აქვს, მიდიხარ და არ გწყინდება, ხუმრობ, ისვენებ ადგილ- ადგილ გზაზე ჩამომდინარე კამკამა ნაკადულის საცალფეხო ბილიკი უნდა გადალახო, საიდანაც ცხენზე შემომჯდარი ადგილობრივი
ბიჭები, რომლებიც ტურისტულ ცენტრებს ემსახურებიან, პეშვით წყალს სვამენ.

გარკვეული  დროის შემდეგ მივადექით  ჭიუხების ძირში ბუნებრივ ტბას.   მე და ჩემი  ახალადგაცნობილი   თანამგზავრი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად წამოსულიყო ჩამორჩენილიყო და ჩემსავით მარტო მიდოოდა. ტბაში შემოდგომის მზე ლიცლიცებდა და  მოსაღამოვებულზე მისი სითბო სხეულში სასიამოვნოდ გვეღვრებოდა. ტბის გარშემო ტურისტების დიდი ჟვილხივილი იდგა. ისინი ერთმანეთს მოგზაურობისას თავს გადამხდარ  ამბებს უზიარებდნენ და ფოტოებს იღებდნენ. ზოგი იქვე სახელდახელოდ მოწყობილ  კემპინგ- ცენტრში მწვადების შეწვას ელოდა.  მოგზაურთა ერთი ნაწილი,  ჯუთას ჩანჩქერის სანახავად გავემართეთ. ამჯერად მანძილი მცირე იყო. ჩანჩქერი  მთის კალდებზე საფეხურებს მოგაგონებთ. რაც მაღლა იწევს მით უფრო ვიწროვდება, ჩანჩქერის ძირში უზარმაზარი ლოდებია  და ყველაფერს ბუნების ხელი ატყვია.   ორიგინალოური სურათის გადაღების მცდელობისას ბევრმა  ახალაგზრდამ  ტანსაცმელი დაისველა. უკვე ბნელდებოდა და სოფლისაკენ გზას დავადექით. თავს სასიამოვნოდ ბგრძნობდი

რამდენიმე საათი რაც მთებში გავატარეთ სავსე იყო შთაბეჭდილეებებით, წინააღმდეგობებით,  შეიპოვრობით და ჯილდოთი, ისევე როგორც    ჩვენი ცხოვრება.   ერთი ცნობილი მუსიკოსის აზრი გამახსენდა: მართლაც,  ადამიანმა შეიძლება რამდენიმე წუთში, ისე იცხოვროს მრავალი წლის სიცოცხლედ უღირდესო.