მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ

ჩვენს ცხოვრებაში არის მომენტები,როდესაც გვინდა მოვწყდეთ ყოველდრიურობას,გადავლახოთ საზღვრები,განვიტვირთოთ,ვიმხიარულოთ,ბედნიერად გავატაროთ დრო,ვისიამოვნოთ. რა თქმა უნდა სიამოვნებას ყველა სხვადასხვანაირად იღებს:ზოგს ამ გრძნობას მეგობრები,საყვარელი მუსიკა,ფილმის ყურება ან შოკოლადი ანიჭებს,ზოგსაც და ვფიქრობ უმრავლესობას, მათ შორის მეც, ერთი,მაგრამ მრავლისმომცველი სიტყვა, ესაა მოგზაურობა! უბრალოდ წარმოიდგინეთ რა დიდებული და ამაღელვებელია მოინახულო ადგილები,რომლებიც ზღაპრული სამყაროდან გადმოსულს ჰგავს,მაგალითად,როგორიცაა პატარა ქალაქი პროვანსში(საფრანგეთი),როტენბურგი, შუა საუკუნეების ეპოქას,რომ მაგონებს თავისი არქიტექტურული სტილით;მანაროლა, ხასხასა ფერების კრებულივით წარმოგიდგება თვალწინ; რენდოლსეტრა(ნორვეგია)ულამაზესია მისი ღრუბლებში აჭრილი მთის წვერვალი! მთელს სოფელს,რომ გადმოჰყურებს,უყურებ და მისი დალაშქვრა გინდება, თითქოს შენში რაღაც უცნაური ძალა იღვიძებს! წარმოუდგენელია ამ ჩამონათვალში არ ვახსენო ვენეცია(იტალია) სწორედ ამ ქალაქში იყო ჩემი ერთ-ერთი მეგობარი და მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდიანა ამ ქალაქის გამორჩეულმა გარემომ,სტილმა ,ხალხმა,ისე რომ ის მისთვის დღემდე საოცნებო ქალაქად რჩება. სამყარო ასევე სავსეა ულამაზესი ნაგებობებით , კოშკებით,სასახლეებით, შეუსწავლელი ადგილებით,ქვეყნებით,ქალაქებით,სოფლებით და ა.შ…მათ შორის არის ისეთებიც,რომლებიც გარდასულ საუკუნეთა რელიქვიებია. მათი შეხებისას თითქოს კაცობრიობის ისტორიულ წარსულში მოგზაურობ! საოცარია ამ შენობების გარე ფასადები და ულამაზესი ინტერიერი.მათი ნახვა სუნთქვას შეგიკრავთ! მაგ:ლაჟვარდისფერი დახურული აუზი ჰერსტის ლეგენდარულ ციხე-სიმაგრეში(კალიფორნია,აშშ),კლემენტინუმის ბიბლიოთეკა(პრაღა) ისეთი ადგილია წიგნის კითხვა,რომც არ გიყვარდეს იქ აუცილებლად შეგიყვარდება,საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალი. სასახლის ღირსებას წარმოადგენს დახვეწილი გემოვნებითა და დეკორატიულად გაფორმებული ბაღები,სკულპტურები,ყვავილნარები,შადრევნები და როდესაც შენც სწორედ ამ ყვავილებსა და შადრევნებს შორის დადიხარ ამ დროს საოცარი,ამაღელვებელი გრძნობა გეუფლება,რომელიც დარწმუნებული ვარ არასოდეს დაგავიწყდება! მოგზაურობა ასევე ძალიან საინტერესოა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კულტურის მატარებელ ქვეყნებში! როგორიცაა მაგალითად: იაპონია მას ასევე “მზის სამშობლოსაც” ეძახიან.წრმოიდგინეათ ის საოცარი სანახაობა,როდესაც იაპონია გაზაფხულის დადგომასთან ერათად საკურას ყვავილების ულამაზესი საბნით იფარება.აქვე აღსანიშნავია იაპონური ტაძრები ,თავისი განსხვავებული ფასადებით , ტრადიციული სამოსი კიმონო ,რომელიც დღესაც საკმაოდ პიპულარულია იაპონიის ზოგიერთ ტრადიციულ რეგიონში,აქვე არ შეიძლება გამოგვრჩეს ამ ქვეყნის სამზარეულომათ შორის კი მთავარი ერთ-ერთი მთავარი დელიკატესი!ესაა თევზი ფუგო,რომლის მირთმევაც დიდ რისკთან არის დაკავშირებული! კულტურითა და ტრადიციებით დაინტერესებულთ ალბათ ყველაზე მეტად იტალია დააინტერესებთ ,რომელსაც მსოფლიო კულტურის ცენტრსაც უწოდებენ.დაწყებული რომის პანთეონის ტაძრით,კოლიზეუმით,ფორუმით,ტრიუმფალური თაღით,წმინდა პეტრეს ტაძრით და დამთავრებული ეროვნული მუზეუმით. სწორედ აქ ჩაისახა და შემდგომში სხვა ქვეყნებში გავრცელდა რენესანსი. ეს ყოველივე კი იტალიას საინტერესო ადგილად აქცევს მოგზაურობის მოყვარულთათვის! არ შემიძლია არ ვახსენო გერმანია ,განსაკუთრებით ჩემი უსაყვარლესი ქალაქი ბავარია! ბავარიის მოსახლეობის უმრავლესობა თავს უპირველეს ყოვლისა ბავარიელს და მხოლოდ შემდეგ გერმანელს უწოდებს.ასევე ესპანეთი მრავალფეროვანი ქვეყანა, მეგობრული მოსახლეობა, მშვიდი ცხოვრების სტილი, უგემრიელესი სამზარეულო, და მსოფლიოში ცნობილი ფოლკლორი – ყველაფერი ეს ესპანეთს ევროპის ეგზოტიკურ ქვეყანად აქცევს. უამრავ მოსანახულებელ ადგილთა შორის ყველაზე განსაკუთრებულია: აყვავებული დედაქალაქი – მადრიდი, კაშკაშა სანაპირო ქალაქი – ბარსელონა, ანდალუზიას ქალაქები როგორიცაა, მაგალითად: სევილია, გრანადა და კორდობა სადაც გავრცელებულია მუდეჯარის სტილი. ასევე ცნობილი ”ხარების გამორბენა” პამპლონაში და, რა თქმა უნდა, კანარის კუნძულები. ესპანეთი ნებისმიერ მოგზაურობას საინტერესოს ხდის. და ბოლოს ჩვენი სამშობლო საქართველო არაფრით ჩამორჩება სხვა ქვეყნებს თავისი კულტურით,ტრადიციებით,მწერლობით,მუსიკით,დიდიებული ისტორიით,ბუნებით(ფლორით,ფაუნით)ჩემი ყოველი მოგზაურობა საქართველოში უძვირფასეს მოგონებებს შეადგენს. ასე,რომ დროა რაც ვახსენეთ,ეს ყოველივე საკუთარ თავზეც გამოვცადოთ და მოვექცეთ თავგადასავლების ცენტრში,ასე,რომ ნუღა ვაყოვნებთ დავიწყოთ მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ!!!