მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში – ამერიკელი ვლოგერის დაუვიწყარი გამოცდილება

  • Home
  • ბლოგები
  • მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში – ამერიკელი ვლოგერის დაუვიწყარი გამოცდილება

ჩრდილოეთ კორეა, ოფიცილურად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წარმოიქმნა. ძალთა გადანაწილების შემდეგ ნახევარკუნძულის ჩრდილო ნაწილი საბჭოთა კავშირმა დაიკავა, ხოლო სამხრეთი – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეას თავს დიდი შიმშილობა დაატყდა. სხვადასხვა ქვეყნებისაგან დახმარების მიღებას ჩრდილო კორეის იზოლირებულობა აფერხებდა. ეს მაჩვენებელი დღეს კვლავაც მაღალია. გაეროს მონაცემებით  ჩრდილოეთ კორეაში ბავშვების დაახლოებით 60% არასაკმარისად იკვებება, 16% კი – შიმშილობს. სახელმწიფო ფინანსების დიდი ნაწილი სამხედრო ძალების გაძლიერებისკენაა მიმართული

მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეა მოგზაურებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ ქვეყნად ითვლება. მისი მონახულება წარსულში მოგზაურობას უდრის. ქალაქის ქუჩები 1950-იანი წლების საბჭოთა კავშირს მოგაგონებთ. მხოლოდ აქ შეხვდებით ბელადთა და კოლმეურნეთა ძეგლებს, კისერზე წითელ ყელსახვევიან მოსწავლეებსა და გულსაბნევიან მშრომელებს.

ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა საკმაოდ რთულია. ამერიკელი ვლოგერი ჯეიკობ ლაუკაიტისმა შეძლო 7 დღე გაეტარებინა და ეს ყველაფერი დანარჩენი მსოფლიოსათვის ეჩვენებინა.

ჯეიკობი ესტუმრა საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს. ტურისტებს ჩრდ.კორეაში გადაადგილება მხოლოდ გიდის თანხლებით შეუძლიათ. ჯეიკობის აზრით ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მათ მხოლოდ იმას აჩვენებენ რისი ჩვენებაც სურთ.