მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. იგეგმება სადგურის კაპიტალური რემონტი.

სამუშაოების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სადგურის გადახურვას ითვალისწინებს ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით.

მეტროსადგურის რემონტის ჯამური სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის ვადაში უნდა ჩაატაროს.

წყარო: ქართული ოცნება