მეტეორას მონასტრები საბერძნეთში – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

  • Home
  • მთავარი
  • მეტეორას მონასტრები საბერძნეთში – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

მეტეორას მონასტრები საბერძნეთის ერთერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია. შთამბეჭდავი არქიტექტურისა და უჩვეულო მდებარეობის გამო, გასაკვირია, რომ ათენის აკროპოლისგან განსხვავებით, მეტეორას მონასტრები უფრო იდუმალი ადგილია. ოდესღაც, 24 მონასტერი უცნაური ფორმის კლდეებზე იშლებოდა და თითოეული მათგანი აღნიშნავდა თავისი პატარა სამყაროს. დღეს, ექვსი მათგანის სტუმრობაა შესაძლებელი. ასევე, აქ კვლავ ბერები და მონაზვნები ცხოვრობენ.

მონასტრების სახელწოდება უკავშირდება ტერმინს “მეტეორი”, რაც ნიშნავს “ზემოთ მისწრაფულს”. რატომ აირჩიეს მონასტრებისთვის ასეთი განსაკუთრებული ადგილი? ვარაუდობენ, რომ ბერებს, რომლებმაც ააშენეს ეს მონასტრები,სურდათ  ღმერთთან ახლოს ყოფნა ფიზიკურადაც. არაჩვეულებრივი მდებარეობისა და მიმდებარე ბუნების გამო, მონასტრები, რომლებიც მდებარეობს 500 მეტრამდე სიმაღლის კლდეებზე, პოპულარულია არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ ფოტოგრაფებისა და ალპინისტებისთვისაც.

მეტეორას მონასტრების ისტორია მე -9 საუკუნეში დაიწყო. თავდაპირველად, ბერებისთვის ლოცვისა და თავშესაფრის სპეციალური ადგილები შენდებოდა მღვიმეებსა და კლდეებზე. XII საუკუნეში კლდეების მწვერვალებზე აშენდა პირველი მონასტრები, რომლებსაც ბერი ათანასე ხელმძღვანელობდა. მას ევალებოდა ფერიცვალების მონასტრის გახსნა (დიდი მეტეორი), რომელიც 1344 წლიდან 16 ბერის სამშობლო გახდა.

მაგრამ როგორ მოახერხეს მაშინდელმა ბერებმა საჭირო სამშენებლო მასალების ატანა კლდეებზე? ზოგიერთ შემთხვევაში, სამონასტრო მშენებლობისთვის საჭირო ხელსაწყოები და ელემენტები აჰქონდათ საბაგირო და იმპროვიზირებული ლიფტების გამოყენებით.

ბერები და მონაზვნები დღესაც ცხოვრობენ წმინდა სამების, დიდი მეტეორის, რუსანუს, წმინდა სტეფანეს, ვარლაამისა და ნიკოლაი ანაპავსასის მონასტრებში და დამსვენებლებს მათ სამუშაო საათებში შეუძლიათ ეწვიონ. ყველა სხვა მონასტერი საზოგადოებისთვის დახურულია ან განადგურების საშიშროების ან საშიში მდებარეობის გამო.

დღემდე, საბერძნეთი ვალდებულია ამ ულამაზესი ისტორიული ძეგლის წინაშე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

 

წყარო: top7travel

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: