მარნეულში ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ღონისძიება გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • მარნეულში ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ღონისძიება გაიმართა

გაეროს განვითარების ორგანიზაციის ორგანიზებით, ქ. მარნეულში, სპორტულ კომპლექს ათა ჰოლდინგის ეზოში, პროექტ “ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული ბიზნესის განვითარება, როგორც სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების გენერირების საშუალება”- ში გამარჯვებული ბენეფიციარებისათვის შესყიდული ნივთების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

აღნიშნული პროექტი 2020 წლის იანვრიდან ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული ბიზნესის განვითარება და მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის ხელშეწყობა. პროექტის სამოქმედო გეოგრაფიული არეალია ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტი (თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული)

პარალელურად, ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირმა“, პროექტის „სოფლად მცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია ჩაატარა.

ღონისძიებებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ.

 

წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

Tags: