მარიამ ქვრივიშვილი კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე

  • Home
  • MICE
  • მარიამ ქვრივიშვილი კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმში მონაწილება მიიღო.
ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ჩატარდა
ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა .
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის ტენდენციებზე და სტრატეგიაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კახეთის რეგიონის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეებმა საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელეს.
კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონალური ფორუმი იქცევა პლატფორმად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საინვესტიციო შესაძლებლობების და პარტნიორობის მოძიება რეგიონში.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია