ლეღვთახევში ლითონის დროებითი კონსტრუქციები მოეწყო

  • Home
  • სიახლეები
  • ლეღვთახევში ლითონის დროებითი კონსტრუქციები მოეწყო

თბილისის ტურისტულ ზონაში, ლეღვთახევში, დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ლითონის დროებითი კონსტრუქციები – საფეხმავლო ხიდები და პერგოლა მოეწყო.

გადაწყვეტილება მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობაზე კრწანისის რაიონის გამგეობამ ლეღვთახევში კლდის ფრაგმენტების ჩამოშლის შემდეგ მიიღო, რის გამოც საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. კონსტრუქციების მოწყობამდე ხევში კლდე გამოფიტული ქანებისგან გაიწმინდა.

კრწანისის გამგეობა პერიოდულად აწარმოებს მონიტორინგს და ალპინისტების დახმარებით კლდეს იმ ფრაგმენტებისგან ასუფთავებს, რომელთა ჩამოშლის საშიშროებაც არსებობს. მომავალი კვირიდან ლეღვთახევში ბილიკებზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და დამთვალიერებლები გადაადგილებას ახალი საფეხმავლო ხიდებით შეძლებენ.

წყარო: კრწანისის რაიონის გამგეობა