კვიპროსული ახალი წელი: მზე, სითბო და მეხი!

  • Home
  • ბლოგები
  • კვიპროსული ახალი წელი: მზე, სითბო და მეხი!
saba-migriauli-kviprosi-ayia-napa-საბა-მიგრიაული

ახალი წელი კვიპროსში!

ბავშობიდან მინდოდა ახალი წლის გატარება რომელიმე უცხო ქვეყანაში, მით უმეტეს ისეთ ადგილას სადაც თბილა და მით უმეტეს ზღვის პირას😌

და ყველა ეს სურვილი ერთიანად ამიხდა კვიპროსში! 😍

10 ნაცნობ-უცნობი ადამიანი დავილაშქრეთ და აია ნაპაში, ზღვისპირა ვილაში დავსახლდით 😋

 

მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე შტორმი დაიწყო და კინაღამ სახლიანად ჰაერში აგვწია, მალევე დალაგდა ამინდი და დათბა 😊  მძაგს სიცივე და ზამთარი, და ქარის ამოვარდნაზე მინი ინფაქტი მივიღე, თბილისიდან გავექეცი ყინვას და იქაც რომ დამხვედროდა, იმავე ზღვაში ჩავიხრჩობდი თავს 😄

ცოტა უცნაური ადგილია კვიპროსი, განსაკუთრებით როცა ასე გადანათებული თბილისიდან მიდიხარ და იქ კილომეტრში ერთი განათება გხვდება 😄 აი ქუთაისის აეროპორტიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი და ზესტაფონში შევედი, ცრემლი მომადგა.. ამდენი საახალწლო განათების დანახვისას 😢

თუმცა მერე რა, რომ საახალწლო განათება ნაკლებად არის?!

სამაგიეროდ ქალაქში და მის გარშემო უბრალოდ სეირნობაც კლავიატურით აღუწერელი რელაქსაციაა და ისეთი ადგილია, ყველაზე მძაფრად გინდება შენს ტელეფონსაც თვალივით 576 მეგაპიქსელი ქონდეს, რომ ყველაფერი ისე გადაიღოს როგორსაც ხედავ.. ფანტასტიკაა უბრალოდ 😍

ქუჩებში ციტრუსის ხეები დგას და მანდარინი/ფორთოხალი უბრალოდ მიმოფანტულია გარშემო, თითქოს არც არაფერი და მაინც ძალიან უცხო და ესთეტიკურად ლამაზია 😇

მერე სულ მზე რომ ანათებს?! სულ ზაფხულივით ცხელა და ზღვაც თბილია, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია შეცურო, თუნდაც შუა ზამთარში და თუნდაც ახალი წელი რომ დადგება 12 საათზე 😋

saba-migriauli-ayia-napa-zgvis-sanapiro

seaside-ayia-napa

ჰოდა ახალი წლის დადგომასაც მივადექით, რისთვისაც მე და ჩემი მეგობრები ჩავედით კვიპროსში 🙃

თავიდანვე გადავწყვიტეთ რომ გვეხელმძვანელა მეთოდით “ჯერ სახლში შევხვდები და მერე გავალ”, ოღონდ ვინაიდან კვიპროსი 2 საათით წინ არის საქართველოზე, ჯერ სახლში შევხვდით ქართულ ახალ წელს მეგობრულ გარემოში და შემდეგ გავედით გარეთ კვიპროსული ახალი წლის გასატარებლად 😋

axali-weli-kviprosi-saba-migriauli

კვიპროსული ახალი წელი რომ ადგილობრივივით გვეგრძნო, რჩევა ისევ მათ ვკითხეთ და ვაი მაგ რჩევებს 😝

ჩვენ ვცხოვრობდით აია ნაპაში და გვითხრეს რომ ლარნაკაშია ყველაზე კარგი სიტუაცია და ჩვენც დავუჯერეთ რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით აია ნაპა იყო ბევრად ცოცხალი ქალაქი, ჰოდა ნახევარი საათი რჩებოდა კვიპროსულ ახალ წლამდე და დავიძარით ლარნაკასკენ, თუმცა ახალმა წელმა გზაშივე მოგვისწრო და:

საბოლოოდ ჩავედით ლარნაკაში მთელი ემოციებით, ცოტა დაღლილები, მაინც დიდი შემართებით ვეძებთ კვიპროსულ გართობას დაააააა…

სიჩუმეა… 😐😶

ისეთი სიჩუმეა ქუჩაში სულ ერთი ბომჟი დაეხეტება..

მივედით და ვეკითხებით თუ სად შეიძლება გავერთოთ.. და გვეუბნება: “აქ არაფერი არ ხდება, აია ნაპაში წადით”ო 😕

ჰოდა მივბრუნდით ისევ აია ნაპაში, ცენტრში ღონისძიება უკვე მთავრდებოდა და მხოლოდ მსუქანი ქალები ცეკვავდნენ 😛

შევედით კლუბში და იმდენი ვიცინეეე, არასდროს მეგონა კლუბში თუ გადავბჟირდებოდი 😄

უცნაურად ცეკვა მინახავს, უნიჭოდაც და ურიტმოდაც, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, თითქოს მუსიკასაც ყვებოდნენ, მაგრამ თან რაღაც არაამქვეყნიური მოძრაობებით იწონებდნენ თავს 😄 ერთ-ერთი რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა, მერე მოვიდა და გამეცნო, იმდენი ვუყურე და ვიცინე 😄

არა, ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო, ზედმეტადაც კი! თავისი ჟელეგადასხმული ვარცხნილობით და ამოუცნობი მოძრაობებით 😄

ასე სიცილში გავატარე იმ ღამის ბოლო რამდენიმე საათი ამ ადამიანთან და ჩემს მეგობრებთან ერთად 😋

საბოლოოდ კი ჩვენივე ვილაში სხვადასხვა თამაშებით, ჭიქა ღვინითა და იუმორის გადაჭარბებული დოზით დავასრულეთ კვიპროსული ახალი წელი 😋

თუმცა მაინც უფრო მეტს ველოდი რატომღაც.. ნამდვილად ისეთი ადგილია სულ თვალებგაფართოვებული რომ დადიხარ, თუმცა ახალი წლის გასატარებლად რაიმე დამატებითი ბენეფიტი არ აქვს 😀

და ახლა ის მეხი სათაურში რომ ვახსენე..

სანამ კვიპროსში გადავფრინდებოდით, ჩვენს თვითმფრინავს მეხი დაეცა ჩვენივე ჩასხდომამდე, რის გამოც ფრენა გადაიდო 5 საათით! 😶 თრიფის დაწყებაც ასეთი უნდა 🙃

და ჯერ სად ხართ..

უკან საქართველოში როცა ვბრუნდებოდით, სხვადასხვა მიზეზთა გამო წასული 10 ადამიანიდან მხოლოდ მე მოვახერხე დაბრუნება…

ყველაგან ამ ამბავს აშუქებდნენ და გაიგებდით..

თუმცა მაინც, ამ მოვლენებმა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა ეს მოგზაურობა 😋 ვიმედოვნებ აღარასდროს გამეორდება და გულისხეთქვებს მეორედ აღარ გადავიტან 😄

ახალი წელი კი დასამახსოვრებელთან ერთად სახალისოც, საინტერესოც, ცხელიც და ცოტა დამღლელიც გამოდგა 😋😍

 

და გახსოვდეთ, ხომ ამბობენ რომ ორნი გავალთ და ერთი შემოვალო..

ჰოდა 10-ნი წავედით კვიპროსში და მარტო დავბრუნდი ..

ეს ისე 😄

saba-migriauli-ayia-napa-cyprus-beach-საბა-მიგრიაული