კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადადის

  • Home
  • სხვა
  • კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადადის

ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციის მიზნით, საჯარო სამსახურებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაოების სპეციალურ გარნიგზე გადადის.

ვირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძებების ფარგლებში, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის მიმდინარე წლის 16 მარტიდან დროებითი რეჟიმი ამოქმედდება.სააგენტოს უმეტეს თანამშრომლებს დროებით შეეზრუდებათ უწყების ოფისში დასწრება, რომლის განმავლობაში ისინი დისტანციური მეთოდით, ელექტრონული სისტემების საშუალებით გააგრძელებენ მუშაობას. სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირებისა და მიმდინარე გეგმების დროული განხორციელების მიზნით დაწესდება თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების მორიგეობითი გრაფიკიც.

უახლოესი კვირების განმავლობაში სააგენტოში შეიზღუდება ის სერვისები, რომელთა მომსახურების მიღება ხალხმრავლობასთან და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის გარემოებებთანაა დაკავშირებული.
2020 წლის 16 მარტიდან პირველ აპრილამდე შეჩერდება სააგენტოს გენერალური დირექტორის სათათბირო ორგანოების – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსა და მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს სხდომების გამართვა. სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების თანახმად აღნიშნული საბჭოების სხდომები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში დისტანციურ ფორმატში გაიმართება. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში საბჭოები გადაწყვეტილებას მიიღებენ დაინტერესებული მხარეების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის გარეშე. სანებართვო განცხადებებთან დაკავშირებით მოქალაქეები განმარტებებს ელექტრონული სისტემებისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მიიღებენ.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 16 მარტიდან სააგენტოში შეიზღუდება კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის ნებართვების გაცემის მომსახურებაც, რომელიც ორშაბათიდან დისტანციური მეთოდით განხორციელდება.
მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსს სოლიდარულობის გამოვლენისკენ და ვთხოვთ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს ოფისში სტუმრობისგან.
საჭირო ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები შეძლებენ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:
591 614007 – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
599 976475 – კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის ნებართვების განყოფილება
599 859341 – სანებართვო სამსახური

Tags: