კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  • Home
  • კულტურა
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ზაფხულის სეზონზე მუზეუმ ნაკრძალების ტერიტორიებზე ტურისტებისა და მოზარდთა ჯგუფების მოჭარბებულ ნაკადებთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს!
ფიზიკური ტრამვის პრევენციის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სტუმრად მყოფ თანამოქალაქეებსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებს სააგენტო უსაფრთხოების წესების დაცვას სთხოვს!
მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების უსაფრთხოების ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღჭურვისა და ადმინისტრაციებში „საიტ-მენეჯერებისა“ და მეთვალყურეების არსებობის მიუხედავად, საფორტიფიკაციო დანიშნულების არქიტექტურულ კომპლექსებზე და „კლდის ძეგლებზე“ (უფლისციხე, ვარძია, დავით გარეჯის კომპლექსი.. ) არსებობს ტრამვული დაზიანების მიღების რისკი, რაც ვიზიტორთა ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს და გიდებს მეტ ვალდებულებას აკისრებს.
მუზეუმ-ნაკრძალების არეალებში სტუმრად მყოფ ტურისტებს, მოზარდთა ჯგუფებს და მათ ხელმძღვანელებს სააგენტო უპირატესად დადგენილი მარშრუტებით სარგებლობას სთხოვს!
მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა მხრიდან უსაფრთხოების წესებისა და განსაზღვრული მარშრუტების უგულვებელყოფის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შესაძლო უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის!

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა