“კანუდოსი” • “Canudos” – დასასვენებელი, ტურისტული ბაზის დამფუძნებელი – ნიკა მინაშვილი

  • Home
  • ინტერვიუები
  • “კანუდოსი” • “Canudos” – დასასვენებელი, ტურისტული ბაზის დამფუძნებელი – ნიკა მინაშვილი

ბუნებაში ცხოვრება ძალიან კარგი და რომანტიკულია, თუმცა არსებობისთვის საჭიროა შემოსავალი გქონდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვისთვისაც მიგვეცა ამ ყველაფრით ტკბობის საშუალება და თან ამის პარალელურად შემოსავალიც მიგვეღო იმ საქმისგან, რომელსაც ვაკეთებდით - ნიკა მინაშვილი

     1. მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ არის ნიკა მინაშვილი?

მე ვარ ნიკა მინაშვილი, 30 წლის, “კანუდოსი” • “Canudos”– ის დამფუძნებელი. ვარ დაოჯახებული. დავამთავრე საბანკო საფინანსო კოლეჯი.

    2. თქვენ მამასთან ერთად ასურეთიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობთ ტყის პირას. როგორი შეგრძნებაა, როდესაც ხმაურიან გარემოს შორდები და რადიკალურ სიმშვიდეში გიწევს ცხოვრება?

გადასვლა ხმაურიანი და სტრესული გარემოდან ბუნების წიაღში ჰგავს თავიდან დაბადებას, უცხო ხმებს უსმენ, უცხო ფერებს და სუნს გრძნობ ან და ისე გიყვარდება, რომ ვერასოდეს მოეშვები ან პირიქით აღარასოდეს ჩახვალ იქ.

    3. თქვენ ააშენეთ კოტეჯები, სადაც ტურისტებს სთავაზობთ სხვადასხვა სერვისს. თუ შეიძლება გვითხარით, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

ბუნებაში ცხოვრება ძალიან კარგი და რომანტიკულია, თუმცა არსებობისთვის საჭიროა შემოსავალი გქონდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვისთვისაც მიგვეცა ამ ყველაფრით ტკბობის საშუალება და თან ამის პარალელურად შემოსავალიც მიგვეღო იმ საქმისგან, რომელსაც ვაკეთებდით.

     4. თუ შეიძლება გვითხარით, რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

ეს საქმიანობა საკმაოდ რთულია, რადგან გარკვეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, მაგალითად ისეთთან, როგორიცაა დენის არ ქონა, რის გამოც ხელსაწყოებსაც ვერ ვიყენებთ, შესაბამისად დიდი შრომის და წვალების ფასად გვიწევს კონკრეტული შედეგების მიღება.

    5. თქვენი პირველი სავიზიტო ბარათი არის ჰიპოთერაპია, გყავთ ცხენები, რომელთან ურთიერთობითაც ძალიან დადებითი შედეგები მიიღება ისეთი პრობლემის მქონე ბავშვებში, რომლებსაც აწუხებთ ცერებრალური დამბლა. რამდენად ხშირად გსტუმრობენ ასეთი პრობლემის მქონე ბავშვები და როგორი შედეგი გამოიღო ჰიპოთერაპიამ მათ შემთხვევაში?

დიახ, გვყავდა ასეთი პაციენტები და შესაბამისად შედეგიც გვქონდა. ემოციურ დონეზე ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე ერთგვარი პირველყოფილი გარემო, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ცელებრალური დამბლის მკურნალობა არის კომპლექსური და შესაბამისად მხოლოდ ცხენებთან ემოციურ დონეზე ურთიერთობით მკურნალობა და მისი სრულიად აღმოფხვრა რა თქმა უნდა ვერ ხერხდება.

      6. და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

დიახ, ვაპირებთ უფრო მეტად გავფართოვდეთ, გვინდა დავამატოთ სხვადასხვა სერვისი, რომელშიც იგულისხმება, როგორც გამაჯანსაღებელი, ასევე რა თქმა უნდა გასართობიც.

Faceboook – CanudoslsFreedom Hotel Resort

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: