იქ სადაც ღმერთს ეძებ !

ჩემი ამბავი არც ევროპეპზეა და არც აზიებზე, მინდა ყველას გავაცნო ერთი პატარა თუმცა საკმაოდ მისტიური ადგილი- გომის მთა, 20 წლის ასაკში მივაგენი უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას რომელსაც ლაშქრობა ჰქვია. პირველ ჯერზე როდესაც არ ვიცოდი ამ ქვეყნის არც საწყისი არც ბოლო წერტილი გადავწყვიტე ჩემს ქალაქთან ფოთთან ახლოს მეპოვნა ლამაზი, მაღალი და ამავდროულად შთამბეჭდავი ადგილი და იქ გამეტარებინა ჩემი პირველი ღამე ცის ქვეშ, კარავში. სწორედ ასეთი აღმოჩნდა კურორტი გომის მთა. ზუსტად ერთ დღეში ავბარგდით და ისე რომ გზაც კი არ ვიცოდით გავეშურეთ ამ მთისკენ, საერთო ჯამში რაც გაგვაჩნდა 4 სულიერს ერთი ჰეჩბექი და 2 კარავი მისივე ატრიბუტებით, გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისივე აღმართებით რომელიც ყოველ წამს გვაგრძნობინებდა ჯობდა უკან დავბრუნებულიყავით ზუსტად 2 საათი გავატარეთ მთის აღმართზე სიჩქარე 10 კმ/სთ-საც არ შეადგენდა საბოლოოდ კი მაინც მივაღწიეთ მაქსიმალურ წერტილს. მთელი გზის მანძილზე რასაც ხედავ ნისლია, ჯერ გცივა მერე გცხელა მერე აღმოაჩენ რომ არ მზე საერთოდ არც არის და ისევ გცივა, დადიხარ ღრუბლებში, ვერ ხედავ წინ რა ხდება და სწორედ ამ დროს აღმოაჩენ რომ მთელი კაცობრიობა უკან გაქვს მოტოვებული და აქ უკვე ღღუბლებს ზევით მარტო ხარ, მზეც ისე ჩანს როგორც არასდროს და პირველი შენ გათბობს, ჯერ შენ გჩუქნის სხივებს და მერე სხვა ქვევით მოტოვებულ საზოგადოებას უნაწილებს.  მზის ჩასვლა- მომენტი რის გამოც გამოდიხარ ამ ყველაფერს და ელი საოცარ მოვლენას, მხოლოდ ამ დროს, მხოლოდ ამ წუთებში, თეთრი ფაფუკი, ნაზი ღრუბლები ხდებიან ცეცხლოვანი, ირგვლის სულ სიწითლეა მთელი ზეციერება დუღს, აბსოლიტურად ყველა გაგვაჩუმა ამ კადრმა, ყველანი ჩაგვაფფიქრა რაზე? ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ალბათ იმაზე თუ რა განსხვავებაა სიცოცხლესა და არსებობას შორის, რა განსხვავება ხედავდე ამ ყველაფერს და არასოდეს გქონდეს ნანახი. ღამე კარავში გავატარეთ, ჯერ წვიმდა, მერე ქარი ამოვარდა, მერე ბუნება დაწყნარდა, ისევ წვიმა, ისევ ქარი, ისევ სიმშვიდე და ასე მთელი ღამე, თითოეულ ჩვენს კარავთან ჩავლილ ღრუბელს მისი ხასიათი მოჰქონდა, ამით დამთავრდა დღე, ამით დამთავრდა ერთი დიდი ისტორია რომელმაც მე გამხადა ბუნების, მისტიკის და ღმერთის მაძებარი, მას შემდეგ უამრავი ადგილი მოვინახულე, ფეხი დავგდი იქ სადაც ერთეულები ადიან, საზღვარიც გადავკვეტე და დიდ ევროპის შუაგულშიც გავიჭერი მაგრამ ვერსად ვიპოვე ის გრძნობა რაც იქ განვიცადე. სწორედ ამიტომ ზუსტად 6 თვეში, ზამთრის ცივ დღეს გადავწყვიტე ისევ დამეხედა ამ მთისთვის და დაუფიქრებლად წავედი, ჩემი მეგობრის დახმარებით რომელმაც ისეთი მანქანა მათხოვა რომელიც მომცემდა საშუალებას მთამდე ამეღწია, აი აქ დაიწყო მეორე ისტორია, მეორე განცდა , მეორე გულის გახეთქვა. მთელი გზა თოვლი, არანაირი ცოცხალი არსება, არავის ნაკვალევი, გზა გაუცვითავი ფაფუკი თოვლით სავსე. ზუსტად 20წთში აღმოვჩნდი ისევ იმ მთაზე ამჯერად ეს ყველაფერი მხოლოდ მე მეკოთვნოდა, ეს კურორტი მისი კოტეჯებით, მისი აღმართ-დაღმართებით, მისი თოვლიანი გარემოთი და ადგილებით სადაც მზეს შეუღწევია და თოვლი დაუდნია, მინდორი გამოუცოცხლებია, ეს ყველაფერი ჩემი იყო , მე ვხედავდი, და ვგრძნობდი რომ არ ვარ მზად ვინმეს თვალებს ეს ყველაფერი ვუწილადო. მოკლედ მე ვიყავი იქ, მე ვნახე ღმერთების სამფლობელო, ვინარნარე ღრუბლებში, რომლებიც ყოველ ხელის ჩაჭიდებაზე ქრებოდნენ და გარბოდნენ, გადმოვხედე ჩემს ქვეყანას, ვიდექი მთაზე და ვხედავდი ზღვას, და ეს ყველაფერი ჩემსგან 80 კილომეტრში.

 

      

Tags: