“ინოვაციები ტურიზმში” – შეხვედრა ტექნოპარკში

  • Home
  • სიახლეები
  • “ინოვაციები ტურიზმში” – შეხვედრა ტექნოპარკში

“ინოვაციები ტურიზმში” – ამ თემაზე შეხვედრას ტექნოპარკმა უმასპინძლა. ტურიზმით დაინტერესებულ პირებს და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე პირადად შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა.

ტექნოპარკში, მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ გიდებთან და ტურიზმით დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრა ტურისტულ ბიზნესში ინოვაციების და ტექნოლოგიების საჭიროებების გამოვლენაზე, სააგენტოს როლზე ტურიზმის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში და ამ სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.