“იმუშავე საქართველოდან” “Thrillist” ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს

  • Home
  • მთავარი
  • “იმუშავე საქართველოდან” “Thrillist” ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა “Thrillist” 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ცხოვრებას ურჩევს ამერიკის მოქალაქეებს. სტატიაში ახალი ზელანდიის, ესპანეთის, კანადის, გერმანიის, არგენტინის, ტაილანდის და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა. “Thrillist”-ის ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსასვლელად მკითხველს “იმუშავე საქართველოდან” პროექტის გამოყენებას ურჩევს.

“საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა დისტანციურად მომუშავეთათვის. მოგზაურებს საქართველოში ერთ წლამდე დარჩენა შეუძლიათ ტურისტული ვიზით, მაგრამ საქართველოს მთავრობამ შეამსუბუქა სავიზო მოთხოვნები და ახალი პროგრამით “იმუშავე საქართველოდან” უცხოელებს საშუალება აქვთ საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ და 1 წელი სრულად გაატარონ ამ ქვეყანაში თუ შემოსავალი თვეში მინიმუმ 2 ათასი დოლარი აქვთ”- წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველო მოგზაურებს კავკასიონის მთებით, ხელმისაწვდომი ფასებით, ქართული კულინარიით და ღვინით იზიდავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში 27 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდა სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქე.

 

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: