გურჯაანში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც გურჯაანის მერია ახორციელებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა: დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.

ამასთანავე განახლდება: განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, სკამები, სანაგვე ურნები, მწვანე საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

წყარო:რა კეთდება

Tags: