გაიცანით დავით და ტარიელ კობიძეების საოჯახო მარანი გურიიდან

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით დავით და ტარიელ კობიძეების საოჯახო მარანი გურიიდან

სტატიაში გაიცნობთ დავით და ტარიელ კობიძეებს გურიიდან, რომლებიც თითქმის დაგაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშებისგან აწარმოებენ ქართულ ტრადიციულ ღვინოს.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ. (სახელი, გვარი, საქმიანობა)

დავით და ტარიელ კობიძის საოჯახო მარანი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის სოფ. ერკეთში,  მდინარე სუფსის ხეობაში.

ჩვენი საქმიანობა უკავშირდება ღვინის, კონკრეტულად ნატურალური ღვინის წარმოებას.

  1. როგორ გაჩნდა მარნის დაარსების იდეა?

ვაზი და ღვინის წარმოება ქართველი ადმიანისთვის გენეტიკური ნიშაა, რასაც ქვევრში ღვინის დაყენების  8000 წლიანი ისტორია უმაგრებს ფესვებს. ტრადიციულად ჩვენი ოჯახიც მისდევდა ღვინის წარმოებას. მოგეხსენებათ გურული მარანი ღია ტიპისაა. ჩვენც გადავწყვიტეთ ღია ტიპის მარანი დახურულად გვექცია, ამასთან ერთად მოვიძიეთ ვაზის ენდემური  ძველი გურული ჯიშები (თითქმის გადაშენების პირას მყოფი) და სიცოცხლე დავუბრუნეთ საკოლექციო ნაკვეთში. დღეს ამ ჯიშების რაოდენობა 15 – ს აღწევს.

  1. რამდენი ხანია რაც მარანი ფუნქციონირებს?

მარანმა ახალი სიცოცხლე 2014 წელს დაიბრუნა, თუმცა უწყვეტი რეჟიმია ასევე ზრუნვა მის გაფართოებაზე. 2021 წელს ვგეგმავთ მარნის მიმდებარედ მცირე ზომის შენობის მოწყობას, რომელშიც დაწურული ყურძნის წვენი  თვითდინებით ქვევრებში მოხვდება.

  1. როგორი ტექნოლოგიებით აყენებთ ღვინოს და რამდენი სახის ღვინოს სთავაზობთ მომხმარებლებს?

კობიძეების მარანი დღეისათვის 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

  • ჩხავერი – თეთრი-მშრალი
  • ჩხავერი – ვარდისფერი-მშრალი
  • ჯანი-სხილათობანი – წითელი-მშრალი
  • ალადასტური – წითელი-მშრალი
  • საკმიელა-კამური – თეთრი-მშრალი.
  • ცოლიკაური – თეთრი-მშრალი

ჩვენთვის ტრადიციების შენარჩუნება ძირითადი პრიორიტეტია, ამიტომ უპირატესობას ქვევრში დაყენების მეთოდს ვანიჭებთ.

  1. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით? 

სირთულეები ღვინის ბიზნესში და მევენახეობაშიც ერთ ერთი სერიოზული გამოწვევაა. თავიდან იყო “აწაროე საქართველოში”, შემდეგ ” EMPARD” ის გრანტი. ამ სფეროში სახელმწიფოს  დახმარების გარეშე, მცირე საოჯახო მარნების განვითარება, წარმოების ზრდა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება, თითქმის შეუძლებელია. 2014 წელს პირველი ბრენდირებული 50 ბოთლი ჩამოვასხით.

დღევანდელი ჩვენი წარმოება 4500 დან 5000 ბოთლამდე გაიზარდა. რომ არა ასეთი  სახელმწოფო პროგრამების დახმარება, ამ შედეგამდე მიღწევას ათეულობით გრძელი წლების ლოდინი დასჭირდებოდა.

  1. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ჩემი გადმოსახედიდან კონკურენტულ გარემოში თვითდამკვიდრება, პოზიციონირება და ზრდა დამოკიდებულია  ღვინის მაღალ ხარისხზე, (დაწყებული ვენახში ყურძნის ხარისხის კონტროლიდან) მეღვინის  პატიოსნებასა და ამ დარგში  განათლების დონის მუდმივ ზრდაზე.

  1. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ღვინის ბიზნესს პანდემია  ყველაზე მტკივნეულად დაეტყო.

მცირე მარნების პროდუქცია ქართულ ბაზარზე  ძირითადად სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ბარებსა და ღვინის ბუტიკებში იყიდება. პანდემიის პირობებში ტურისტული ნაკადის ფაქტიურად სრულად წყვეტამ, ასახვა პროდუქციაზე ჰპოვა და ღვინის გაყიდვების  ბაზარი ახალი პროდუქციით შევსებას პრაქტიკულად აღარ ითხოვს, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: ბაზარის წილი ექსპორტთან მიმართებაში  მზარდია.

  1. სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლო გეგმები: ახალი ბაზრების ათვისება, რათა ენდემური  გურული ღვინოების ფართო სპექტრი წარმოდგენილი იყოს ბევრ  ქვეყანაში. ასევე 

ვგეგმავთ მცირე ზომის საოჯახო სასტუმროს მოწყობას…

 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: