“DISCOVER CHANNEL“ ქართული ღვინის შესახებ

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სატელევიზიო არხმა – Discover channel-მა, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, ქართული ღვინის შესახებ მოამზადა ვიდეორგოლი.

აღნიშნულ ვიდეორგოლში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს ქართული კულტურის, ღვინის დამზადების ტრადიციის, ქვევრისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. ასევე კლიპში ნაჩვენებია ჩვენი ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის კლიპი საქართველოს შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მაყურებელმა იხილა. ვიდეორგოლი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, სერბეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო

წყარო: Georgia and Travel