დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა

2020 წელს თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შეემატება. დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება.

წყარო: რა კეთდება