დაცულ ტერიტორიებზე დონორთა მხარდაჭერით 2017 წელს 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა

  • Home
  • მთავარი
  • დაცულ ტერიტორიებზე დონორთა მხარდაჭერით 2017 წელს 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2017 წლის მიღწევები გააცნო.

შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში დონორი ორგანიზაციების ჩართულობით სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს სამომავლო ხედვებზე და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. 2017 წელს, დონორთა მხარდაჭერით დაცულ ტერიტორიებზე 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, სხვადასხვა ტერიტორიებზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და აშენდა ვიზიტორთა ცენტრები.

შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების საქმიანობა.

შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მეგობართა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო