დაცულ ტერიტორიებზე 2018 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • დაცულ ტერიტორიებზე 2018 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია , ხოლო 46% უცხოელი.

ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 94%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია:
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• პრომეთეს მღვიმე
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
• სათაფლია

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო