ჩემი აღმოსავლეთი

წვიმიანი, რაღაც გაუთენებელი დღეები იდგა იმ წლის თებერვალს თბილისში. მზე მენატრებოდა, თბილი, დიდი მზე, რომელსაც შეეძლო ბევრი სითბო და სიყვარული მოეტანა ჩემთვის. ჰოდა ამ განწყობას ჩემს ქალაქში  ალბათ აპრილამდე ვერ შევიქმნიდი. ავიღე შვებულება, ჩავალაგე ბარგი  და დავგეგმე მოზაურობა.  რახან მზე ასე მენატრებოდა, აღმოსავლეთისკენ გამიწია გულმა. ეგვიპტეში გადავწყვიტე წასვლა.  ვნახავდი ბედუინებს..  მოვუსმენდი უდაბნოს წყნარ ჩურჩულს და იდუმალ მზეს, რომელიც ჩაეესვენებოდა ზღვაში  და დამატკბობდა თავისი მომხიბვლელობით.  წავედი შორს აღმოსავლეთისკენ.  ღრუბლებიდან ვუცქერდი როგორ ნელ-ნელა ვტოვებდი სამშობლოს და  მივდიოდი თავგადასავლი საძიებლად უცხო მხარეში.  მოგზაურობა ახალი საწყისის, ახალი იდეების და ემოციების ზღვაა.  გადავიარეთ ქვეყნები  ზეციდან და დავეშვით ქაიროში.  პირველი , რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა უდაბნოს ქარი იყო, რომელიც ზუსტად ისე  ჩურჩულებდა  როგორც წარმომედგინა.  რამდენ საიდუმლოს მიყვებოდა ამ ქვეყანაზე, ხალხზე, მგზავრებზე. ერთ-ერთი ხომ მეც ვიყავი.

მშვიდი საღამო იყო, მივსეირნობდი ფიქრიანი ქვიშაში. ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მომყვებოდა.  ეს ვიღაც შუა ხნის  დაახლოებით ორმაცდაათ წლამდე მამაკაცი იყო.  ეგვიპტელს არ ჰგავს, არც ქართველია.  გამომელაპრაკა ინგლისურად, მეც სალამი დავუბრუნე.  ეს იყო იტალიელი ჟურნალისტი ვინჩენცო.  რომელიც ჩემსავით  სამოგზაუროდ წამოსულიყო ეგვიპტეში.   გადაწყვიტა აქლემი დაებრუნებინა და ფეხით გასეირნება შემომთავაზა.  ვისაუბრეთ ბევრი.  მან მომიყვა თავისი ცხოვრების შესახებ  რატომღაც მენდო, მეც ხომ ასე მეგობრულად შევედი ურთიერთობაში.  იტალიელ ვინჩენცოს ჰყავდა მეუღლე. რომელიც  სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.  ის ქალი პოეტი იყო, მასთან ერთად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.  ერთმანეთი სწორედ აქ გაიცნეს. და წამოვიდა ემოციების ის ზღვა, რომელიც ასე გვატყდება ხოლმე თავს და ურომლისოდაც სიცოცხლეს უბრალოდ ვერ შევიგრძნობთ.  დაიწყო წერილების, ლექსების კორიანტელი.  საღამოობით სეირნობა და ის ათასი სისულელე რასაც ორი შეყვარებული წყვილი ჩადის ხოლმე.  ასე დადიოდა წყვილი სამი წელი, ბოლოს შეუღლდნენ და პოეტმა ქალმა ორი  წლის თავზე აჩუქა  ულამაზესი ქალიშვილი სახელად ევა. დედის თვალები გამოყვა ევას. ზღვისფერი, ჭკვიანი თვალები. ტერეზა სულ, სულ ჩართული იყო საქმეში. უძღვნიდა ლექსებს საყვარელ მეუღლესა და ქალიშვილს.  მაგრამ მოხდა უბედურება  აღმოჩნდა, რომ ქალი ებრძოდა ლეიკემიას, რომელიც სამწუხაროდ  ვერ დაამარცხა და დატოვა საყვარელი ადამიანები სამუდამოდ. ეს მოხდა ხუთი წლის წინ. ევას ეხლა თავისი ცხოვრება აქვს, წარმატებით ეუფლება ფსიქოლოგის პროფესიას.  ვინჩენცო კი მას შემდეგ რაც მეუღლე დაკარგა დროს მოგზაურობაში ატარებს. ცდილობს დარდი განიქარვოს და იფიქრროს იმ დღეებზე , რომელიც საყვარელ ადამაინთან ერთად აქვს გატარებული. ცხოვრება კიბეა, ხან ზენიტში ვართ, ხან კი დაბლა ვეშვებით. ამას დარდი უშვება ადამიანს.  ეხლა ვინჩენცო ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ხან თვითონაც  წერს, წერს იმ ერთადერთ  სიყვარულზე, რომელიც ჰყავდა. როცა ვინჩენცოს ვკითხე , იპოვიდა თუ არა ცხოვრებაში მეორე სიყვარულს, იყო თუ არა მზად ამისთვის, მას პასუხი არ ჰქონდა და მითხრა,  იცი , მე მას ევას თვალებში ვხედავ. ის კიდევ ცოცხალიაო. იმ მზიან,  თბილ, სიცოცხლით სავსე დღეებს ვერავინ დააბრუნებსო….       ასე ვისაუბრეთ  იმ საღამოს. დავმეგობრდით და დავემშვიდობეთ თბილად ერთმანეთს. მე წამოვედი, ვფიქრობდი ამ ისტორიაზე და ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში “სანამ ცოცხალია”…  ჰო, სანამ ცოცხალია, სიყავრული კი  ნამდვილად განცდილი ალბათ ყოველთვის ცოცხალია.   ნეტავ თუ მეორდება ერთხელ  ღრამდ განცდილი იგივე ძალით. ვფიქრობდი ჩემთვის.   ვინჩენცოს თვალებში კვლავ ტერეზა ცოცხლობდა, მე ამას ვხედავდი..  მივსეირნობდი  უდაბნოს ქვიშაში და ერთი აზრი მიტრიალებდა თავში… ” სანამ ცოცხალია, ჰო… სანამ ცოცხალია….”