კატეგორია

სიახლეები

  • Home
  • სიახლეები

Startup Grind Tbilisi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიების წევრებს სიტყვით მიმართა და ტურიზმის სექტორში ახალგაზდა სტარტაპების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას 500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მეწარმეები და ინვესტორები დაესწრნენ....

ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება

ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება. სსიპ ბათუმის ბულვარმა იზრუნა ასევე ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების შესყიდვაზე. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება...

ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“ იწყებს

4 ივნისს, ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“ იწყებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

ტელეკომპანია Bloomberg საქართველოს შესახებ 3 წუთიან ვიდეორგოლს ამზადებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფა. Bloomberg-ის წარმომადგენლებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ რეპეტიცია გადაიღეს. Bloomberg-ის ფოკუსში მოხვდა...

2019 წლის ზაფხულში სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ გაიხსნება

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ გაიხსნება სასტუმრო 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება....

ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარაში დასრულდა

ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარაში დასრულდა. 60-მდე გიდსა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გადასცეს. წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

უკრაინელი ტურ-ოპერატორები საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 9 დღიანი ინფო-ტურის...

დაცული ტერიტორიების სააგენტო აუქციონს აცხადებს

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით თოკების პარკის და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირების თაობაზე....

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები ისვენებენ. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული ობიექტებიც: პრომეთეს მღვიმე სათაფლია ნავენახევის მღვიმე მარტვილის კანიონი ოკაცეს კანიონი კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოს ეროვნული პარკები...

თბილისის მეტროპოლიტენში 450 კმ ძალოვანი კაბელის შეცვლა იგეგმება

თბილისის მეტროპოლიტენში 450 კმ ძალოვანი კაბელის შეცვლა იგეგმება. ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის...