კატეგორია

სიახლეები

  • Home
  • სიახლეები

ბათუმის ბულვარში უფასო კინოჩვენებები დაიწყო

ქართული კინოს დღეები საზაფხულო თეატრთან ბათუმელი რეჟისორების მოკლემტრაჟიანი ფილმების კოლექციით „ბათუმის ტალღა“ გაიხსნება კინოჩვენებების ლოკაცია – ბათუმის ბულვარი (საზაფუხლო თეატრის წინ). კინოჩვენებების დღეები – 2,3,9,11,12,23,24,25 აგვისტო, ხოლო დრო – დღეში 2 სეანსი: 20.30 სთ...

ზაარბრიუკენის ხიდის ქვეშ არსებული თაღების რეაბილიტაცია და ახალი განათების სისტემის მოწყობა დაიწყება

პროექტ “ახალი ტფილისის” მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მალე ზაარბრიუკენის ხიდის ქვეშ არსებული თაღების რეაბილიტაცია და ახალი განათების სისტემის მოწყობა დაიწყება. სამუშაოების განსახორციელებლად ხიდთან ტივის პლატფორმა ეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის,...

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. ახალი გზა...

„Skylife“ აგვისტოს თვის ნომერში ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა

Turkish Airlines” საბორტე ჟურნალის „Skylife“ აგვისტოს თვის ნომერში ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა. თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში აჭარის ტურისტული ადგილები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის უბნები, ბულვარი და ქართული კერძები არის აღწერილი....

VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმზე სტატიებს ამზადებს

გავლენიანი მედიაგამოცემების ჟურნალისტები და ბლოგერები რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან. მათ შორისაა The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა. წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

Condé Nast traveller-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეკლამირებას აგრძელებს

საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის მომზადების შემდეგ Condé Nast traveller-მა Instagram-ზე თბილისის, ბათუმის, სვანეთის, ღვინის და ქართული სამზარეულოს შესახებ Story შექმნა. 1 მილიონზე მეტ მნახველს საშუალება ჰქოდა გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა თუ რომელ მიმართულებას აირჩევდა საქართველოში...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. “Holland’s Next Top Model” მორიგ მე-12 სეზონის სამ 45 წუთიან ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს. 50 კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა...

ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალმთიან აჭარაში

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილატაცია მაღალმთიან აჭარაში აქტიურ ფაზაშია. მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და აგვისტოს ბოლოს ექსპლუატაციაში შევა 30-მეტრიანი ხიდი ხულოს მუნიციპალიტეტში. ხიდის მშენებლობის პარალელურად, იგეგმება სანიაღვრე არხის, დამცავი ზღუდეების, გაბიონისა და გზის საფარის განახლება. აქტიურად მიმდინარეობს...

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოიყო

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა...

ტურიზმის ადმინისტრაციამ “Booking”-თან ერთად ტრენინგი გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა „Booking”-თან თანამშრომლობით განთავსების ობიექტების პერსონალისთვის ტრენინგი გამართა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადამზადების კურსი თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. ტრენინგში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ტრენინგი შემდეგ...