“Boeing”-მა საქართველოშუ წარმოებული თვითმფრინავების ნაწილები შეისყიდა

  • Home
  • მთავარი
  • “Boeing”-მა საქართველოშუ წარმოებული თვითმფრინავების ნაწილები შეისყიდა

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქართულმა ქარხანამ (ATC), პირველი და უდიდესი მნიშვნელობის მქონე შესყიდვის დოკუმენტი გააფორმა.
საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა, რომელიც საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის შედეგად შეიქმნა, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ფლობს როგორც ISO, ასევე Boeing-ის შესაბამისობის სერთიფიკატებს, რომლის მიხედვითაც იწარმოება თვითმფრინავის კარები, აეროდინამიკური ზედაპირები, საკონტროლო პანელები თუ სხვა კომპოზიტური ნაწილები. სამომავლოდ, აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არა მხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ სხვა კომპანიებსაც მიაწვდის.

წყარო: ქართული ოცნება

 

 

  •  
  •