“ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია Dinner in the Sky გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • “ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია Dinner in the Sky გაიხსნა

კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია Dinner in the Sky გაიხსნა. რესტორანი მსოფლიოს 70 ქვეყანაშია და განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებში.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან სადილობენ.

რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს ემსახურება.
Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

ახალი ატრაქციის გახსნას 200-მდე სტუმარი დაესწრო.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ატრაქცია შეემატა თბილისს, ეს გათვლილია მხარჯველუნარიან ტურისტზე, როგორც მოგეხსენებათ ქვეყანაში ტურიზმი მზარდია და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ 2019 წლის იანვარი-აპრილი შეგვიძლია ძალიან პოზიტიური ციფრით შევაჯამოთ შემოსავლების ნაწილში, ჩვენ გვაქვს 66 მილიონი აშშ დოლარით ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია