ბათუმში ტურიზმის გამოწვევების, პოტენციალისა და მიღწევების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

  • Home
  • MICE
  •  ბათუმში ტურიზმის გამოწვევების, პოტენციალისა და მიღწევების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

ბათუმში ტურიზმის გამოწვევების, პოტენციალისა და მიღწევების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის სტრატეგიაზე, ასევე აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ტურიზმის პოლიტიკასა და რეგიონისთვის ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა
კონფერენციაზე, რომელსაც ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ასევე, ისაუბრეს #spendyoursummeringeorgia– ს კამპანიის მნიშვნელობაზე, ბრენდული და არაბრენდული სასტუმროების კონკურენციაზე, მომსახურების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე.
ღონისძიებაზე, რომელიც “Georgia Today”-ს ჰოლდინგის მიერ იყო ორგანიზებული Where.ge/Ajara -სა და Entrepreneur-ის სპეციალური გამოცემების პრეზენტაციაც გაიმართა.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი