ბაკურიანში “აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა

  • Home
  • სამთავრობო უწყებები
  • ბაკურიანში “აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა
ENTERPRISE GEORGIA

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ბაკურიანში ახალი სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მხარდაჭერით დამატებით 154 ნომერი შეიქმნა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. სასტუმროში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი შესამჩნევად მატულობს.  პროგრამას უკვე 136 ბენეფიციარი ჰყავს. სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 350.7 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 136 სასტუმრო შექმნის 3850-ზე მეტ დამატებით ოთახს და 3330-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

წყარო:აწარმოე საქართველოში 

Tags: