ახმეტაში ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

  • Home
  • კულტურა
  • ახმეტაში ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
lomisa monastery

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.

ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. პირველი ეტაპის სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

  • მოხსნილი იქნა მორყეული ქვები ფასადებსა და ინტერიერში, ქვები გაიწმინდა და დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს.
  • სამხრეთის მინაშენში მოიხსნა მოცურებული კამარა და დაიშალა. გადარჩენილი ქვა გამოყენებულია კედლის წყობაში
  • ჩრდილოეთის მინაშენის კედლები აშენდა იგივე ფორმის, ზომისა და ჯიშის ქვით პროექტში არსებული ნიშნულებისა და ზომების მიხედვით.
  • მექანიკური ჩარევის გზით მოხდა სამხრეთის მინაშენის დასავლეთ ფასადზე ჩამოშლილი კედლისა და არქიტრავული ქვის ადგილზე დაბრუნება.
  • მიმდინარეობს მთავარ ეკლესიაში კედლის მხატვრობის გამაგრებითი სამუშაოები √ კედლის წყობა აყვანილია კარნიზის ნიშნულამდე.
  • მთავარი ეკლესიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე მოიხსნა დაზიანებული შელესილობა.

სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება. ძეგლი მდებარეობს ქალაქის სამხრეთით 2,5 კმ-ზე მთის ფერდობზე ტყეში. ძეგლი ერთიმეორეზე მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. შუა ეკლესია შედარებით მაღალია გვერდით ეკლესიებზე და X-XI სს განეკუთვნება, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით XIV-XV ს-შია მიშენებული ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები არქ-რესტავრატორმა ნ.ბაკურაძის ხელმძღვანელობით შპს „ხუროთმოძღვარმა“ განხორციელა.

წყარო:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: