ახალ წელს თბილისი ახალი საახალწლო განათებებით შეხვდება

  • Home
  • სიახლეები
  • ახალ წელს თბილისი ახალი საახალწლო განათებებით შეხვდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. 2018 წელს თბილისი ახალი საახალწლო განათებებით შეხვდება.

„თბილსერვისის ჯგუფს“  საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს და სამუშაოების დასრულებას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ.

წელს რუსთაველის გამზირი ოქროსფერ ფერებში იქნება მორთული, მთავარ გამზირზე მონტაჟდება 32 პეპელას ფორმის ოქროსფერი განათება,  დეკორატიულად მოირთვება ხეები. ასევე პარლამენტის შენობის წინ  ტრადიციულად დაიდგმება ნაძვის ხე.

ახალი განათებები იტალიიდან არის ჩამოტანილი და „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, საახალწლო ილუმინციებისთვის 3 მლნ. ლარია დახარჯული. დედაქალაქის მერის ინფორმაციით ძველი განათებები თბილისის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდება. „ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი  იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების მიმდინარეობის გამო, რამდენიმე დღით გადაკეტილი იქნება რუსთაველის გამზირი. ამის შემდეგ სამუშაოები გადაინაცვლებს მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირზეც.