აღმოაჩინე მსოფლიო – “ჰაიკუს კიბეები” ოაჰუ, ჰავაი

  • Home
  • სიახლეები
  • აღმოაჩინე მსოფლიო – “ჰაიკუს კიბეები” ოაჰუ, ჰავაი

ჰაიკუს კიბეები, ასევე ცნობილია როგორც Stairway to Heaven ან Haʻikū კიბე, არის ციცაბო საფეხმავლო ბილიკი კუნძულ Oʻahu- ში, ჰავაიზე. სულ 3,922 საფეხურია ოჰუს კოლოუას მთის მწვერვალამდე.

ჰავაიში მდებარე ეს კიბეები საოცარ განცდას განიჭებთ, თუმცა თავდაპირველად იგი ტურისტული მიზნით არ აუშენებიათ. 1942 წელს აშშ-ს საზღვაო ძალების კონტრაქტორებმა დაიწყეს სანაპირო დაცვისთვის რადიოსადგურის მშენებლობა, რომელიც საიდუმლო ობიექტს იყენებდა რადიო სიგნალების გადასაცემად საზღვაო ხომალდებისთვის წყნარ ოკეანეში. ანტენისთვის საჭირო სიმაღლის მოსაპოვებლად, საზღვაო ძალებს ჭირდებოდათ მაღალი ადგილი, სწორედ ამიტომ აირჩიეს ოაჰუ.

რადიოსადგურის ექსპლუატაცია განხორციელდა 1943 წელს. თუმცა 1950 -იან წლებში საზღვაო ბაზა დაიშალა. 1950-იანი წლების შუა ხანებში ხის კიბეები შეიცვალა ლითონის საფეხურებით და იგი 3,922 საფეხურისგან შედგებოდა. სადგური და ბილიკი დაიხურა ფართო საზოგადოებისთვის 1987 წელს. ზოგი ადამიანი უგულებელყოფდა  შეზღუდვებს და მაინც აგრძელებდა ასვლას, რამაც განაპირობა ადგილობრივი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რომ ბილიკი გაიხსნა.

2003 წელს კიბეები შეკეთდა, რაც ქალაქს 875,000 დოლარი დაუჯდა. 2012 წლის აგვისტოში დონ ტიკის შოუს მომღერალი და კომიკოსი ფრიც ჰასენპუშმა გარდაიცვალა გულის შეტევით კიბეებზე ასვლის დროს, სწორედ ამიტომ იგი დღემდე დახურულია ტურისტებისთვის უსაფრთხოების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ბილიკი დღეს დაკეტილია, ბევრი ადამინი მაინც მიდის სალაშქროდ იმ სანახაობრივი ხედით დასატკბობად, რომელიც მთის წვერზე ელოდება. აღნიშნული ობიექტი ასევე მოიხსენიება „აკრძალული“ ბილიკების სახელითაც. წარსულში ადამიანები აქ მოდიოდნენ ფანტასტიკური პანორამული ხედებისთვის.

Tags: