ადიგენში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდება

  • Home
  • მთავარი
  • ადიგენში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდება

“ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში” – ამ პროექტის ფარგლებში,  ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება  და მომზადდება ტყის მართვის გეგმა, ასევე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმაც. პროექტი ხორციელდება სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელშიც  ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან სლოვენიელი ექსპერტებიც. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან  ერთად, ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს.

“ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში”, ეს არის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები. კონკრეტული პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების, მაგ : სათემო კავშირების ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში.

პროექტი დასრულდება 2021 წლის ბოლოს, მისი მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო

Tags: