დასრულებული კონკურსი – მეორე

  • Home
  • დასრულებული კონკურსი – მეორე

თუ ხარ კრეატიული, გიყვარს წერა და მოგზაურობა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
მიიღე მონაწილეობა კონკურსში: ჩემი თვალით დანახული საქართველო“,  დაწერე ბლოგი და მოიგე დაუვიწყარი მოგზაურობა  თურქეთში – კურორტ კუშადასზე.

ტურიზმის განვითარების ცენტრი (tourismcenter.ge) მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება  9 გამარჯვებული.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს:  პეგას ტურისტიკის კომერციული დირექტორი სალომე ბერაია, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ‘’ტურიზმის განვითარების ცენტრი“.

პრიზები:

  • პირველი ადგილი: 7 დღიანი ტური “პეგას ტურისტიკისგან” – 2 კაციანი საგზური თურქეთში – კურორტ კუშადასზე.
  • მეორე-მესამე ადგილი: 2 დღიანი საგზური ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი”-გან “ანისი, 1001 ტაძრის ქალაქი” (დამატებითი ინფორმაცია: https://goo.gl/F2JDgB)
  • მეოთხე – მეხუთე ადგილი: ტურისტული კომპანია “მაი ტურს”,  თავის რჩეულებს გადასცემს 3 დღიან  ტურს ბაქოში (1 კაციანი საგზური) და 1 დღიანი ტური (2 კაციანი საგზური) ყაზბეგში.
    (დამატებითი ინფორმაცია: https://goo.gl/UpnRC2 )
  • მეექვსე – მემეშვიდე – მერვე ადგილი: ზიპლაინი + ჯომარდობა – “ზიპლაინის ეროვნული ფედერაციისგან”  (დამატებითი ინფორმაცია: https://goo.gl/se9Beo)
  • მეცხრე ადგილი: 3 დღიანი ჯიპ ტური თუშეთში (1 კაციანი საგზური) – „ფლაი თრეველისაგან“ (დამატებითი ინფორმაცია: https://goo.gl/1FgbxY)

ნამუშევრების ატვირთვა /გამოქვეყნება შეგიძლიათ საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ. თქვენი ნამუშევრები განიხილება ატვირთვიდან 24 საათის განმავლობაში და განთავსდება ტურიზმის განვითარების ცენტრის ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქ გვერდზე.

ნამუშევრების მიღება გრძელდება 2018 წლის 15 ივლისამდე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის 20 ივლისს.

 

კონკურსის პირობები და წესები:

  • გაეცანით ატვირთვის ინსტრუქციას: https://goo.gl/gp6HYX
  • ბლოგის სიტყვების ლიმიტი: მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 1000 სიტყვა;
  • განიხილება მხოლოდ ქართული ანბანით დაწერილი ბლოგი;
  • იმისათვის, რომ ბლოგმა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას – ჩემი თვალით დანახული საქართველო
  • ერთი მონაწილისგან დასაშვებია არაუმეტეს 3 ბლოგის წარდგენა, სხვადასხვა თემებზე თანდართული ფოტო მასალით;
  • ფოტო მასალის გარეშე ბლოგი არ განიხილება;
  • კონკურსში მონაწილე ყველა ბლოგზე და ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს ავტორს;
  • ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ თუ აქტიურ ბლოგერს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
  • აუცილებლია, საიტზე განთავსების შემდეგ, მონაწილეს ბლოგი გაზიარებული ჰქონდეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე – საჯაროდ (Public);
  • გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც „ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მიერ იქნება ორგანიზებული;
  • კონკურსის ორგანიზატორი უფლებამოსილია არ განიხილოს ბლოგი, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს „ტურიზმის განვითარების ცენტრს“ უფლებას კონკურსანტის მიერ დაწერილი ბლოგი ფოტო მასალით შემდგომში გამოიყენონ საკუთარი შეხედულებისამებრ (საავტორო უფლებები ეკუთვნის – ავტორს);
  • სპონსორებს და პარტნიორებს უფლება ეძლევათ მონაწილე ბლოგერების მასალები გამოაქვეყნონ საკუთარ გვერდზე;
  • „ტურიზმის განვითარების ცენტრის“ თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;

კონკურსის მხარდამჭერები არიან:

  • “პეგას ტურისტიკ”
  • საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია
  • ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი“
  • “ჯორჯიან თრეველერს“
  • “ფლაი თრეველი“
  • “მაი ტურს”

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:

Email: info@tourismcenter.ge;

Official Facebook Page