ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო და 2019 წლის ივნისში დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებულია:
● ბაღის ტერიტორიაზე არსებული, მათ შორის ისტორიული, შენობების და ღობის რეაბილიტაცია;
● სასეირნო ბილიკების, საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
● წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო, სადრენაჟე სისტემების მოწყობა;
● ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა;
● ძველი ორანჟერეის ნანგრევების რესტავრაცია;
● ე.წ. ჯვარედინი სასახლის რესტავრაცია.

მიმდინარე სამუშაოზე დასაქმებულია 25 ადამიანი.

წყარო: საქართველოს მთავრობა