“შენი ინოვაციური საქართველოს“ სტენდის კონცეფცია

  • Home
  • მთავარი
  • “შენი ინოვაციური საქართველოს“ სტენდის კონცეფცია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო ქვეყანა იქნება!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს -„შენი ინოვაციური საქართველოს“ სტენდის კონცეფციაზე, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განთავსდება.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიზანი კი საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და იდეების ხარისხის გაუმჯობესებაა. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს, პარტნიორი ორგანიზაციისგან.

წარმოაჩინე შენი ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური პოტენციალი, შექმენი სტენდის კონცეფცია, გაიმარჯვე და მიაწვდინე ხმა 50 000 საერთაშორისო სტუმარს, 120 სააგენტოს 40 ქვეყნიდან, 10 000 აკრედიტირებულ ჟურნალისტს და 2 400 ბლოგერს.

კონკურსზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2pImit2

განაცხადები მიიღება 27 მარტიდან – 16 აპრილის ჩათვლით.

წყარო: ტექნოპარკი საქართველო