7 იანვარს საქართველოში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

  • 06/01/2018
  • Home
  • 7 იანვარს საქართველოში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

ხვალ, 7 იანვარს საქართველოში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ეწყობა ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“.

ალილოს მსვლელობა დაიწყება 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება. 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება. 

მეტროპოლიტენი მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება შობის ღამეს. იგი 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს.

მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

წყარო: Tbilisi City Hall