სამცხე-ჯავახეთში ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებები შემუშავდება

  • 25/01/2018
  • Home
  • სამცხე-ჯავახეთში ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებები შემუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში არსებული სამრეწველო ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებების შემუშავებას იწყებს.

სამცხე-ჯავახეთში 7 სამრეწველო ტბაა, რომელთაგან 5 (ბუღდაშენი, ტაბაწყური, ხანჩალი, კარწიხი და მადათაფა), დაცულ ტერიტორიებში შედის, 2 ტბა კი, ფარავანი და საღამოს ტბა, რეგულაციების მიღმაა დარჩენილი.

სამინისტრო იწყებს არსებული ორი ტბის ეკოსისტემის კვლევას და, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ისეთი სქემის შემუშავებას, რაც ტბების ეკოსისტემის აღდგენასა და რეგულაციას მოახდენს.

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო