მწვანე სამოთხე

ცხოვრებაში არაფერი არ უნდა შეაგროვო სიყვარულის და ბედნიერი მომენტების გარდა.იმაში გამიმართლა,რომ ჩემი საუკეთესო მეგობრებიც ჩემს აზრს იზიარებენ და ჩემს მსგავსად არიან შეყვარებულნი მთასა და ბუნებაზე,ხოლო ყველას ერთად გავიმართლა იმაში,რომ ჩემს მეგობარ თამთას მთაში აქვს სახლი,რომელსაც “რკონს” უწოდებენ.თამთა ჩემთვის ყველასგან გამორჩეულია,მას პირველად ცხრა წლის ასაკში შევხვდი,როდესაც 2008 წლის ომის გამო იძულებული გავხდი სწავლა ბებოს სოფელში გამეგრძელებინა.ყველა უარყოფითს რაღაც დადებითი ყოველთვის მოჰყვება,ეს დადებითი კი ჩემთვის სწორედ მისი გაცნობა იყო.მეგობრად მაშინვე ამოვირჩიე,რადგან პატარაობიდანვე გამოირჩეოდა კეთილშობილებით,სითბოთი და საოცარი დიადი ბუნებით,მას ყველაფერში შეუძლია დაინახოს სილამაზე.შემოდგომით სეირნიბის დროს განსაკუთრებული ფორმის ფოთლების დანახვისას აღბრთოვანებას ეძლეოდა და შეგროვებას იწყებდა.ცხოველების,განსაკუთრებით კი ძაღლების სიყვარულში კი ერთმანეთს დავემსგავსეთ.მოკლედ შეუძლებელია იგი არ შეგიყვარდეთ.მას ჰყავს ძმა,ნიკა,რომლის პიროვნებაც დღემდე მაოცებს,ხშირად მიცდია მას დავმსგავსებოდი.მის გარეგნულ სიმპატიურობას,მისი შინაგანი,სულის,სილამაზე ემატება.ყოველთვის სასიამოვნოდ მაკვირვებდა თუ როგორი სიყვარული და ერთგულება შეეძლო მისი თანაკლასელი გოგოსი,რომლის გარდა სილამაზეს ვერავისში ამჩნევდა და ბედნიერებას მიუწვდომელი სიყვარულით ტკბობაში ჰპოვებდა.იგი ასევე სიგიჟემდეა შეყვარებული რკონზე.თითქმის ყოველდღე ფეხით გადიოდა სახლიდან რკონამდე ჩვიდმეტ კილომეტრს და რჩებოდა მანამ,სანამ გადაუდებელი საქმე არ გამოუჩნდებოდა.ერთ ზაფხულს უნივერსიტეტიდან დათხოვნის შემდეგ დადგა ის ბედნიერი დღე,როდესაც რკონი უნდა დაგველაშქრა მეგობრებს.თბილისიდან ჯერ ბებოს სოფელში ჩავედით მე,თამთა და სალომე,რომელიც უზომო პოზიტიურობით გამოირჩევა.მანქანა საზამთროებით,ტკბილეულითა და ორი კვირის სამყოფი საჭმლით დავტვირთეთ და რკონისკენ დავიძარით.უდიდეს ბედნიერებას განვიცდიდი,როდესაც ირგვლივ უსიცოცხლო კორპუსების მაგივრად,მხოლოდ მთებს ვხედავდი და მჯეროდა,რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა.ნიკა რაღათქმაუნდა იქ დაგვხვდა,მას სამი უზარმაზარი ძაღლი ახლდა თან,რომლებიც მის ყოველ ბრძანებას სიყვარულით ენორჩილებოდნენ.
(ფოტო:თამთა)
სალი: ნიკა ხომ იცი ძარლების რომ მეშინია.nullნიკა სიცილით მოგვიახლოვდა და ჩაგვეხუტა.პირველი დღე მდინარესთან გავატარეთ,სადაც განსაკუთრებული იუმორის მქონე ორი ახალგაზრდა გავიცანით,რომლებიც კარავს შლიდნენ.
(სალი,მიშო,თემო)
გოგოები ფრენბურთის თამაშით დავკავდით,ხოლო ბიჭები ნიკას და ნიკას ძმაკაცებს თევზაობაში შეუერთდნენ.
მეორე დილით,თვალების გახელისას ფანჯარიდან შემომეჭრა მძაფრი წყლის სუნი და ჭრიჭინების ხმაური.სალაშქროთ გავემზადეთ და მდინარის ნაპირს გავუყევით.ცოტახანში ულამაზეს ხიდს მივადექით,რომელიც “თამარის” ხიდით არის ცნობილი.
ზემოთაღნიშნული ხიდით მონასტრის ეზოში აღმოვჩნდით,სადაც სამი,წმ.ნიკოლოზის,იოანე ნათლისმცემლის და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებია.ტაძრები VII-XII საუკუნით თარიღდება.
პეტრე-პავლობის მარხვის პერიოდი იდგა და გამახარა იმ ფაქტმა,რომ დედაოებიც ტაძარში იმყოფებოდნენ.ჩემი ყურადღება მარჯვენა კუთხეში,სანთლებთან მჯდომმა,საოცრად ახალგაზრდა,მორჩილმა გოგონამ მიიქცია.წამიერად მივხვდი რაღაც მნიშვნელოვანს,ჩვენი მატერიალური ცხოვრება შევადარე მის მძიმე,მაგრამ ამავდროულად ტკბილ ჯვარს,თვალები ცრემლებით ამევსო და თავი ყველაზე უღირს ადამიანად მივიჩნიე.ვფიქრობდი,რომ ადამიანური სახე მხოლოდ მას შემორჩენოდა ამ გრძნობებისგან დაცლილ სამყაროში.ტაძრის სიღრმეში სიძველისა და ქვების ცვენის გამო ვერ შევედით,თუმცა დედაო ამის მიუხედავად დიდი სიმშვიდითა და რწმენით განაგრძობდა ტაძრის დასუფთავებას.
გზა განვაგრძეთ,შუაგულ ტყეში კიდევ ორი ტაძარი აღმოვაჩინეთ,რომლებიც ვინ იცის რამდენ დიდებულ ისტორიას ინახავს.დაახლოებით რვა კილომეტრიანი ლაშქრობის შემდეგ კი მივედით დანიშნულების ადგილამდე.ჩანჩქერი ისეთი სწრაფი და ცივი იყო,რომ შეუძლებელი იყო მის ქვეშ დადგომა
(თამთა)
წყალი ყინულივით ცივი,გარშემო კი უცნაური სინესტე და სიმწვანე იყო.განსაკუთრებული ყვავილებით მოხიბლულმა გვირგვინის დაწვნა დავიწყე
ბიჭებმა აღმოაჩინეს რომ ჩანჩქერის მიღმა გზა ღარ იყო და ცურვისგან დაღლილებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.მე და ნიკა სხვებს ჩამოვრჩით,რადგან ჩვენი ყურადღება უზარმაზარმა და არაბუნებრივად ლამაზმა ხავსმა მიიქცია.ნიკამ მისი შეგროვება დაიწყო.
მე: რას აპირებ?
ნიკა: რაღაც უნდა დავწერო.
ინტერესით დაველოდე მის მოქმედებას,დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში წერდა გაურკვეველ სიტყვას,ისეთი დიდი მასშტაბით,რომ მის დასანახად შორს წასვლა მომიწია.ამის შემდეგ იგი იქვე მდგარ ნაძვზე ავიდა
ნიკა: ლანა ნაჯახი მომაწოდე გთხოვ.
მე გაკვირვებული დავემორჩილე მის თხოვნას.ნაძვს რამოდენიმე ტოტი მოაჭრა,რომ წარწერა კარგად დაენახა,ჯიბიდან მობილური ამოიღო და გადაიღო ფოტო,სადაც ეწერა სიტყვა ” მ ა რ ი ა მ ი”.სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი მისი საქციელით.
მე: ნამდვილი გიჟი ხარ!
ნიკა: ვიცი ( იღიმის).
დანარჩენებს დავეწიეთ და შევთანხმდით,რომ საღამოს კოცონზე შევიკრიბებოდით.პარალელურად გოგოებმა შემთხვევით გაიგეს,რომ ნიკას ერთ-ერთი ძმაკაცის დაბადებისდღე თენდებოდა.
მე: გოგოებო რას იტყვით თორნიკეს სურპრიზი რომ მოვუწყოთ?
სალი: კარგი იდეაა,ახლავე დავიწყოთ.
თამთა: სანამ თევზაობენ უნდა მოვასწროთ..როგორი საყვარლები ხართ?
სალი: მგონი ჩვენ უფრო გვიხარია მისი დაბადებისდღე.(ყველას გაგვეღიმა)
მე: ის მარხვაზეა მაგრამ მთავარი ხომ ყურადღებაა.
ნაყინისა და შემორჩენილი ტკბილეულისგან ტორტი გავაკეთეთ,აღარ მახსოვს სანთლის მაგივრად რა გამოვიყენეთ, თორმეტ საათს დაველოდეთ და გარეთ გავედით.ბნელოდა,მხოლოდ კოცონის შუქი მოსჩანდა მდინარის ნაპირას,იუბილარს სიმღერით მივუახლოვდით და სურვილის ჩაფიქრება ვთხოვეთ.თორნიკემ გაგვიღიმა და მადლობა გადაგვიხადა.
მთელი ღამე საუბარში გავატარეთ.ვსაუბრობდით ჩვენს ღირებულებებსა და რელიგიაზე,ერთმანეთისგან ვსწავლობდით და ერთმანეთს უკეთესობისკენ ვცვლიდით.იმ წამს მე ბედნიერი ვიყავი მათი არსებობით და იმით,რომ მოწყვეტილი ვიყავი რუტინულ სამყაროს,გარშემო მხოლოდ მთები და მონასტრები იდგა,მხოლოდ ძაღლის ყეფვა და ჭრიჭინების ხმაური მესმოდა.
წამოსვლისას მე,სალომემ და თამთამ პირობა დავდეთ,რომ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენს “მწვანე სამოთხეს”.ახლა კი ისღა დამრჩენია საინტერესო თავგადასავალი გისურვოთ ამ,ბევრისთვის უცნობ,საოცარ ადგილას და კიდევ ერთი..პლედი არ დაგავიწყდეთ. 🙂
ლანა ადუაშვილი
[/caption]