5 მაისს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

  • Home
  • სიახლეები
  • 5 მაისს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2019 წლის 5 მაისს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.

უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო, საქმიანი და მდგრად ტურიზმთან (ეკოტურიზმი, მწვანე, სოფლის, ეკოლოგიურ, და სხვ) დაკავშირებულ ნაშრომებს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

7 აპრილი – თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.

12 აპრილი – მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.

21 აპრილი – ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.

26 აპრილი – შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.

5 მაისი – პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. ასევე, შერჩეული ნაშრომები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ https://gnta.ge/conference/

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

  •  
  •