5 ევროპული ქალაქი, რომელიც საუკეთესოა ზამთარში სამოგზაუროდ

  • 11/01/2019
  • Home
  • 5 ევროპული ქალაქი, რომელიც საუკეთესოა ზამთარში სამოგზაუროდ

ევროპა წელიწადის ნებისმიერ დროს საუკეთესო დანიშნულებაა სამოგზაუროდ. თუმცა თქვენი მოგზაურობა სრულყოფილი და იდეალურ რომ იყოს, აუცილებელია მისი სწორად დაგეგმვა, განსაკუთრებით კი ზამთარში.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი, ცივი და ხანმოკლე დღეების გამო, მოგზაურობისთვის პასიურ პერიოდად მიიჩნევა და უმეტესობა დასვენებას და მოგზაურობას ზაფხულში გეგმავს, მინდა შემოგთავაზოთ 5 დანიშნულება, რომელიც საუკეთესოა ზამთარში დაუვიწყარი მოგზაურობის მოსაწყობად.

ნება მომეცით მოგზაურობა დავიწყო იმით რაც ზამთარში ყველას ძალიან გვაკლია: სითბო, მზე და ზღვის სანაპიროები.

  1. კანარის კუნძულები

Photo: Fabian Wiktor

იქ ჩასულს თქვენ ნამდვილად დაგხვდებათ თბილი ამინდი, თავისი შესანიშნავი ზღვის სანაპიროებით და გასაოცარი ესპანური კულტურით.

გთავაზობთ რამდენიმე კუნძულს, რომელიც შეგიძლიათ ამოირჩიოთ:

  • გრან კანარია (Gran Canaria)
  • ტენერიფი (Tenerife)
  • ლანცაროტე (Lanzarote)
  • ელ ჰიერო (El Hierro)
  • ლა პალმა (La Palma)
  • ლა გომერა (La Gomera)
  • ფუერტევენტურა (Fuerteventura)

მათ შორის ყველაზე პოპულარულია ტენერიფი და გრან კანარია.

2. ლისაბონი

Photo: Lisa Fotios

გთავაზობთ კიდევ ერთ თბილ დანიშულებას. ლისაბონი შესანიშნავი არჩევანია ზამთრის ცივ თვეებში მოგზაურობისთვის.

ზაფხულში ამ ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს, ზამთარში კი შედარებით მშვიდი სიტუაციაა ამ მხრივ. ასე, რომ ამ პერიოდში მშვიდად შეძლებთ ქალაქის დათვალიერებას და მოგზაურობით დატკბობას.

ლისაბონში მოგზაურობისას გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ  ბელენის ციხესიმაგრეს, გაისეირნოთ რეტრო ტრამვაი #28-ით, დაიკარგოთ ლისაბონის უძველეს უბანში – ალფამაში, ეწვიოთ ლისაბონის ოკეანარიუმს, მოინახულოთ მუზეუმები და ღირსსშესანიშნაობები, რომელებიც ამ ქალაში მრავლადაა.

3. ბარსელონა

Photo: Adrianna Calvo

ეს არის ქალაქი რომელიც წელიწადის ყველა დროს შეუდარებელია.

ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმშვენიერესი ქალაქია თავისი არქიტექტურით და სანახაობებით. ასე, რომ აქ მოგზაურობისას თავდაპირველად უნდა დაიწყოთ ქალაქის ტურით, ეწვიოთ პარკებს მუზეუმებს და ეკლესიებს.

ზამთრის პერიოდში აქ შედარებით ცივა, დღის საშუალო ტემპერატურა 10-15 გრადუსია, თუმცა ზაფხულისგან განსხვავებით,  ნაკლები ტურისტია, რაც ქალაქის მშვიდად მონახულების საშუალებას მოგცემთ, ასევე არატურისტული სეზონი როგორც ყოველთვის პირდაპირ პროპორციულად აისახება როგორც რესტორნების ასევე სასტუმროების ფასებზეც და თქვენი მოგზაურობაც შედარებით ბიუჯეტური იქნება.

4.  ბერლინი

Photo: anna-m. weber

დიახ, ეს ქალაქი აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ზამთრის მოგზაურობის სიაში.

თუ თქვენს მოგზაურობას ახალი წლის პერიოდს დაამთხვევთ, მაშინ ბერლინი აუცილებლად მოგაჯადოვებთ თავისი ზღაპრული და ულამაზესი საშობაო ბაზრობებით, სადაც ცივ დღეებს ცხელი სასმელებით და უამრავი ტკბილეულით გაითბობთ.

ასევე ბერლინი ნამდვილი სამოთხეა ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის.

მანამ სანამ ზამთარში ბერლინში გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ და მოემზადეთ ცივი დღეებისთვის და თან თბილი, ძალიან თბილი, ტანსაცმელი წაიღეთ.

5. პრაღა

Photo: Felix Mittermeier

აქ ზაფხული და ზამთარი ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდება. გირჩევთ, ორივე სეზონს ესტუმროთ. რაც შეეხება ზამთარს, გეტყვით, რომ ეს არის ქალაქი, რომელიც ამ დროს თოვლიან ზღაპრად გაიდაიქცევა.

ზამთრის პერიოდში ძველ ქალაქში ნაკლები ტურისტია, ასე რომ თეთრად დაფარული ქალაქი გაყინული ქუჩებით, საოცრად რომანტიულ გარემოს ქმნის.

აუცილებლად ეწვიეთ წმინდა ჯეიმსის ხიდს,  პრაღის ციხესიმაგრეს და დატკბით ქალაქის საოცარი ხედებით.