თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა

25 თებერვალს თბილისის ზოოპარკის დაბადების დღეა.

თბილისის ზოოპარკი 91 წლის გახდა.

ამ დრესტან დაკავშირებით, ზოოპარკი მოსულ ბავშვებს სახალისო გასართობ პროგრამას სთავაზობს.

ზოოპარკის სტუმრების მხიარულ განწყობაზე ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები იზრუნებენ. ცხოველებთან დაკავშირებულ თემატურ სადგურებზე ბავშვები ითამაშებენ ვეტექიმობანას, ამოიცნობენ ცხოველებს, მათ საბინადრო არეალს, ნაფეხურებსა და ხმებს, გააფერადებენ, დაამზადებენ ნიღბებსა და ბუშტების ფიგურებს, ააწყობენ ფაზლებს, იჯირითებენ ხის ცხენებზე.

ღონისძიება 13:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

წყარო: თბილისის ზოოპარკი