31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი

  • 31/12/2017
  • Home
  • 31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი

31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.

დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე – გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება.

11:00 – 17:00 საათი – ველო სანტები (კრწანისის რაიონი)

12:00 – 00:00 საათი – საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი

12:00 – 23:00 საათი – საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი“

12:00 – 18:00 საათი – საბავშვო გასართობი პროგრამები – დედა ენის ბაღი

12:00 – 19:00 საათი – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – დედა ენის ბაღი

12:00 – 19:00 საათი – მანქანების პარკი – დედა ენის ბაღი

12:00 – 19:00 საათი – სახელოსნო/ვორქშოფები – დედა ენის ბაღი

12:00 – 20:00 საათი – საახალწლო სპორტული აქტივობები – დედა ენის ბაღი

15:00 – 21:00 საათი – New Comers – „ახალი ტფილისი“

23:00 საათი – გალა კონცერტი – გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი

31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. ახალი წლის ღამეს „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.

წყარო: თბილისის მერია